ფრენკი დე იონგმა იოჰან კრუიფის სახელობის ჯილდო მიიღო
"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი საუკეთესო ახალგაზრდა ჰოლანდიელ ფეხბურთელად დასახელდა.
ეს ჯილდო 1984 წლიდან არსებობს (2003 წლიდან გახდა იოჰან კრუიფის სახელობის) და გადაეცემა საუკეთესო ჰოლანდიელ 21 წლამდე ფეხბურთელს.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელები - როლანდ კუმანი, პატრიკ კლუივერტი და ედგარ დავიდსი. ასევე, "ბლუგრანას" ყოფილი მთავარი მწვრთნელიც, ლუი ვან გაალი.
იბრაჰიმ აფელაის, მარკ ვან ბომელის და პატრიკ კლუივერტის შემდეგ, ფრენკი დე იონგი გახდა "ბარსელონას" ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომლემაც ამ ჯილდოს მიღება მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]