ოსასუნა - ბარსელონა (პრევიუ)

ოსასუნა - ბარსელონა (პრევიუ)

31 აგვისტოს, 19:00 საათზე, "ოსასუნასა" და "ბარსელონას" შორის ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა გაიმართება. წარმოგიდგენთ შეხვედრის პრევიუს.

განვლილ 2 შეხვედრაში ხვალინდელმა მასპინძლებმა 4 ქულა დააგროვეს, ხოლო კატალონიელებმა 3. "ოსასუნას" ენრიკე ბარხა და უნაი გარსია დააკლდებიან, ხოლო ვალვერდეს გუნდს ნეტო, უსმან დემბელე, ლუის სუარესი და მესი ვერ დაეხმარებიან, შესაბამისად, სავარაუდო შემადგენლობაც ასე გამოიყურება:

  • "ოსასუნას" წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით გამართულ გასულ 6 საგარეო შეხვედრაში, კატალონიელებმა მეტოქის კარი პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ აიღეს.
  • მარცხენა ფლანგზე მოსალოდნელია ჟორდი ალბას დომინაცია, რომელმაც "ოსასუნას" სტადიონზე გამართულ ბოლო მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
  • 2016 წლის დეკემბრის შემდეგ, "ბარსელონა" ლა ლიგაში აღზევებულ გუნდს სტუმრად შვიდჯერ დაუპირისპირდა და აქედან 5 მატჩი მოიგო.
  • "ოსასუნა" "ბარსელონასთან" დაპირისპირებას საკუთარ კედლებში 26-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება.

ურთიერთშეხვედრები:

ბომბარდირთა დავის საუკეთესო ექვსეული:

გუნდი ფეხბურთელი გოლების რაოდენობა
1-6 რეალი კარიმ ბენზემა 2
1-6 ბარსელონა ანტუან გრიზმანი 2
1-6 ბეტისი ლორენი 2
1-6 ვალიადოლიდი სერჟი გვარდიოლა 2
1-6 ვილიარეალი მორენო 2
1-6 ლევანტე როჟერი 2

რა შედეგით დასრულდება ხვალინდელი შეხვედრა?

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 აგვისტო 2019 01:27
    1
    დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Wayne ♛♛♣♣
    სტუმარი [?]
    #2 30 აგვისტო 2019 23:57
    0
    ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, გილიემ ბალაგემ თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გაამხილა.

    კატალონიურმა და პარიზულმა კლუბებმა ბრაზილიელი 200 მილიონ ევროდ შეაფასეს, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრები" ამ თანხის სრულად გადახდას ვერ ახერხებენ და სურთ ტრანსფერში თავიანთი ფეხბურთელები ჩართონ.

    მიუხედავად ამისა, როგორც აქამდე დაიწერა, უსმან დემბელემ, ივან რაკიტიჩმა და ჟან-კლერ ტოდიბომ "ბარსადან" წასვლაზე უარი თქვეს.

    თუმცა, როგორც იუწყებიან, კლუბებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 30 აგვისტო 2019 23:53
    2
    ხვალ უნეჭველი უნდა მოვიგოთ.

    ცუდია რო მესი არააა