"შალკეს" მწვრთნელი ხუან მირანდას ტრანსფერს ადასტურებს

"შალკეს" მწვრთნელი ხუან მირანდას ტრანსფერს ადასტურებს

გელზენკენხერის "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ ვაგნერმა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მარცხენა მცველის, ხუან მირანდას გერმანულ კლუბში ტრანსფერი დაადასტურა.

"ეს სიმართლეა, ჩვენ მას გავიფორმებთ. ის ახლა სამედიცინო შემოწმებას გადის, შემდეგ კი გარიგებას დავასრულებთ, ჯერ-ჯერობით არაფერი გაფორმებულა. ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა ყველაფერი დასრულდება." - განაცხადა ვაგნერმა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 19 წლის ესპანელი ფეხბურთელი "შალკეში" ორწლიანი იჯარით ითამაშებს, ხოლო გამოსყიდვის უფლება გერმანელებს არ ექნებათ. არის პირობა, რომ მირანდა "შალკეს" მაისურით მინიმუმ 20 მატჩს ჩაატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 აგვისტო 2019 01:08
    0
    მშვიდობაში მოიხმარეთ ღმერთმა შეგარგოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 30 აგვისტო 2019 17:29
    1
    ფირპოს გადმოსვლის შემდეგ მირანდას ისედაც ნაკლები დრო სულ მთლად შეუმცირდებოდა, კარგი გადაწყვეტილებაა იჯარა როგორც კლუბისთვის ასევე ფეხბურთელისთვის
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    წევრი [?]
    #2 30 აგვისტო 2019 17:13
    0
    ამ წამს მარკა ბარსას პრესკონფერენციას აჩვენებს პირდაპირ ეთერში რა ხდება ნეტა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 აგვისტო 2019 17:02
    1
    როგორც ჩანს დი მარცოც რიგითი ჭორიკანა ჟურნალისთი აღმოჩნდა