ევრა: ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნდება და გახდება მოთამაშე, რომელიც ყოველთვის იყო

ევრა: ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნდება და გახდება მოთამაშე, რომელიც ყოველთვის იყო

ლეგენდარულმა ფრანგმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ შემტევზე, ნეიმარზე ისაუბრა, რომელიც თავის ყოფილ კლუბში, "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ახლოსაა.

"ვფიქრობ, რომ არის ბევრი ხალხი, რომლებსაც ის არ მოსწონთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როცა საკუთარი თავი ხარ, ხალხს სძულხარ, ხოლო როცა იტყუები, მაშინ უყვარხარ.

ნეიმარს ხშირად ვესაუბრები და მინდა, რომ ღმერთმა მისი გეგმები განახორციელოს. ნეიმარს ისე ექცევიან, თითქოს მან ვინმე მოკლა. ეს ის შემთხვევა არაა.

შეხედეთ, ხალხს ნეიმარი ენატრება, მისი გენიალურობისა და თამაშის მანერის გამო. ფეხბურთელი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ. როდესაც ძალიან დიდ ნეგატივს გრძნობ, უნდა წახვიდე. გარკვეული ხალხი და, შესაძლოა, მედიაც კი, ამით სარგებლობს. ისინი მას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ თამაშის დროს ის ძალიან ბევრს ყვინთავს. ეს ხალხი მის ირგვლივ მთელ ნეგატივს ჰქმნის. მაგრამ ნეიმარი კარგი ბიჭია, რომელმაც პსჟ-ს ბევრი მისცა.

როცა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ვერ შეძლო, პარიზელები შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ. პსჟ-სთვის მისი წასვლა მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება.

არ ვიცი, შეძლებენ თუ არა ისინი ბრაზილიელის შენარჩუნებას, მაგრამ თუ ვერა, ისინი დიდებულ მოთამაშეს დაკარგავენ. მაშინ ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნდება და გახდება მოთამაშე, რომელიც ყოველთვის იყო." - განაცხადა ევრამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 30 აგვისტო 2019 16:37
    1
    ციტატა: poblenou
    ყვინთვა ნიშნავს სიმულაციას ვინც ვერ გაიგო და საფეხბურთო ტერმინია, კარგადაა ნათარგმნი რა გინდათ

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ძაან ცუდად ნათარგმნია კითხვის დროს დავიტანჯე რა ყვინთვა ან რა ბევრი ხალხი გამოასწორე

    ყვინთვა, სიმულაციას ნიშნავს, პირველად გაიგე? ეს სახელი პირველად რონალდუს მიანიჭეს მაჩესტერში, რადგან ხშირად სიმულიანტობდა. ასევე აღარ მახსოვს წყალქვეშა მონადირეს რა ქვია ინგლისურად დრაივერი? ანუ ნებისმიერ ფიზიკურ კონტაქტზე რო იქცევა.
    ფანი [?]
    #10 30 აგვისტო 2019 13:27
    3
    ყვინთვა ნიშნავს სიმულაციას ვინც ვერ გაიგო და საფეხბურთო ტერმინია, კარგადაა ნათარგმნი რა გინდათ
    M S N G
    სტუმარი [?]
    #9 30 აგვისტო 2019 13:12
    0
    ციტატა: geniosi
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ძაან ცუდად ნათარგმნია კითხვის დროს დავიტანჯე რა ყვინთვა ან რა ბევრი ხალხი გამოასწორე

    დღეს რას დაწერენ მედიაში ძალიან საინტერესო იქნება მთელი აგვისტო იწერება და იწერება დღეს რაღას მოსთხრიან საინტერესო იქნება :D

    დღეს საცოდავ ენრიკეზე იქნება ბაზარი
    დამეწვა კანები იმ პატარას გამო
    De jong21
    სტუმარი [?]
    #8 30 აგვისტო 2019 12:40
    2
    თრანსლეითით თარგმნეთ?
    rivaldo 10
    სტუმარი [?]
    #7 30 აგვისტო 2019 12:37
    4
    " ისინი მას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ თამაშის დროს ის ძალიან ბევრს ყვინთავს.

    joy joy
    Culé [?]
    #6 30 აგვისტო 2019 12:32
    2
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ძაან ცუდად ნათარგმნია კითხვის დროს დავიტანჯე რა ყვინთვა ან რა ბევრი ხალხი გამოასწორე

    დღეს რას დაწერენ მედიაში ძალიან საინტერესო იქნება მთელი აგვისტო იწერება და იწერება დღეს რაღას მოსთხრიან საინტერესო იქნება :D
    Culé [?]
    #5 30 აგვისტო 2019 12:30
    2
    ძაან ცუდად ნათარგმნია კითხვის დროს დავიტანჯე რა ყვინთვა ან რა ბევრი ხალხი გამოასწორე
    Culé [?]
    #4 30 აგვისტო 2019 12:30
    0
    ნეიმარი უნდა დავიბრუნოთ მართლა აუცილებლად და ბართომეუმ ტრაკი გაანძრიოს და 200 მილიონი დღესვე ჩაურიცხოს პსჟს 2 დღეში იხურება უკვე ფანჯარა ვნახოთ აბა დღეს რას დაწერენ ნეიმარის შესახებ ძალიან საინტერესო იქნება რაკიტიჩი + 150 მილიონზე უარი არუნდა თქვას პსჟმ იმედია რაკიტიჩს რამენაირად გადავაბარგებთ პსჟში სხვა გეგმები არარსებობს მხოლოდ ფულზე და გარიგებაზეა აქ მხოლოდ საუბარი და ბართომეუმ 1 ადგილი გაანძრიოს და მოვიყვანთ ნეიმარს თან თვითონ ნეიმარსაც უნდა დაბრუნება პსჟ იმშემთხვევაში დათმობს თუ გარიგება მოხვდება
    Geo-fcb
    სტუმარი [?]
    #3 30 აგვისტო 2019 12:30
    2
    ამის ვიდეოებს უყურებთ ხოლმეე? 3 ლიგის ფინალი წააგო ბარსასთან და მას მერე გაგიჟდა sweat_smile კაი კაცია პატრისა, აი ლავ დის გეიმ ჰაჰაჰა joy
    Culé [?]
    #2 30 აგვისტო 2019 12:25
    0
    ციტატა: me da barca
    ახალი ამბავი თქვა, გაგვანათლა.
    როდის მერე გახდა ეს ნეიმარის მფარველი.

    დდდდდდდდდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 აგვისტო 2019 12:25
    2
    " არიან ბევრი ხალხი " სადაური გრამატიკაა ???