ლუის ენრიკეს წერილი ქალიშვილის გარადაცვალებასთან დაკავშირებით
- 30-08-2019, 00:54
-
Writer
- 17

როგორც უკვე იცით, "ბარსელონას" ლეგენდის, ლუის ენრიკეს ქალიშვილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. საზოგადოებამ ეს ესპანელი სპეციალისტის Twitter-ის საშუალებით გაიგო.
გთავაზობთ ლუის ენრიკეს პოსტის თარგმანს:
"ჩვენი ქალიშვილი ქსანა, დღეს საღამოს, 9 წლის ასაკში, ოსტეროსარკომასთან (ძვლის კიბო), 5-თვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ყველას მადლობას გიხდით ამ თვეების განმავლობაში გამოჩენილი სამაგალითო სიყვარულისთვის.
მადლობას ვუხდით San Joan de Deu-სა და Sant Pau-ს კლინიკებს თავდადებული მკურნალობისთვის, ამ კლინიკების ექიმებს, ექთნებსა და მოხალისეებს. ასევე განსაკუთრებული მადლობა San Joan de Deu-ს მღვდლებს.
ძალიან დაგვაკლდები და ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს გვემახსოვრები. იმედი გვექნება, რომ კიდევ შევხვდებით. შენ იქნები ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს ოჯახს წაუძღვება.
მშვიდად განისვენე ქსანიტა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]