ESPN: მოლაპარაკებები გრძელდება

ავტორიტეტული გამოცემა ESPN ადასტურებს, რომ "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არაა.
ცოტა ხნის წინ, Sky Sports-ის ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მხარეებმა მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს და ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება გადაწყვეტილია.
მალევე, ამ ინფორმაციას ESPN-ს ჟურნალისტი მოიზეს ლორენსი გამოეხმაურა, რომლის ცნობითაც, მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუ საფრანგეთში იმყოფება. ივარაუდება, რომ ის და პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, ნეიმარის დაბრუნების თაობაზე, პირისპირ მოლაპარაკებებს პირველად აწარმოებენ. აქამდე, მოლაპარაკებები შუამავლების საშუალებით მიმდინარეობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]