CatRadio: აბელ რუისს "ბარსელონადან" წასვლა უნდა
"ბარსელონა ბ"-ს 19 წლის თავდამსხმელმა, აბელ რუისმა კატალონიური კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. ამ ინფორმაციას კატალონიის რადიო ავრცელებს.
რუისმა წინასასეზონო მზადება "ბარსას" პირველ გუნდთან ერთად გაიარა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. თუმცა, როდესაც ვალვერდეს გუნდს შეტევაში სერიოზული პრობლემები შეექმნა, მწვრთნელმა "ბეტისთან" მატჩისთვის 16 წლის ანსუ ფატი გამოიძახა და არა რუისი. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ამან ახალხაგაზრდა ფეხბურთელი გაანწყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, აბელ რუისს "ბარსელონა ბ"-ში თამაში აღარ უნდა, კატალონიელები კი მას პირველ გუნდში მოხვედრის გარანტიას ვერ აძლევენ. ასეთ ვითარებაში, საუკეთესო გამოსავალი ფეხბურთელის განათხოვრებაა. ვრცელდება ცნობები, რომ რუისით პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის გუნდები ინტერესდებიან. კონკრეტულად სახელდება "სევილიას" ვარიანტი.
ასევე არაა გამორიცხული, აბელ რუისმა მომდევნო სეზონში ჰოლანდიურ "ტვენტეში" (ორიოლ ბუსკეტსთან ერთად) ან გერმანულ "შალკეში" (ხუან მირანდასთან ერთად) გაატაროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]