უსმან დემბელე: რაც არ უნდა მოხდეს, არსად მივდივარ
"ბარსელონას" ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავი უსმან დემბელე აცხადებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის კარიერას კატალონიურ კლუბში განაგრძობს.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" ნეიმარის ტრანსფერში დემბელეს ჩართვას ცდილობდა. კატალონიელებს ფრანგის პარიზულ კლუბში იჯარით გაშვება სურდათ, მაგრამ როგორც ირკვევა, დემბელე არსად წასვლას არ აპირებს.
"არსად მივდივარ... 80%, რაც ესპანურ პრესაში იწერება, ტყუილია. რაც არ უნდა მოხდეს, ვრჩები." - ციტირებს დემბელეს სიტყვებს ფრანგული Canal Plus-ის ჟურნალისტი პიერ მენე.
საინტერესოა, რომელი 20% მიაჩნია დემბელეს სიმართლედ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]