დამწუხრებული "რიასორი"

დამწუხრებული "რიასორი"

გუშინ ღამე, კატალონიის "ბარსელონამ" "რიასორზე" შეკრებილი, და არამარტო "რიასორზე" შეკრებილი, პუბლიკა თავისი მშვიდი, აუღელვებელი და ლამაზი თამაშით ნამდვილად ცუდ ხასიათზე დააყენა. აბა წარმოიდგინეთ როგორია, როდესაც შენი საყვარელო გუნდის კარის ბადეში ბურთი 4–ჯერ ეხვევა? წესით და რიგით სასიამოვნო არ უნდა გახლდეთ...

პეპ გვარდიოლას სასტარტო შემადგენლობაში არ შეუყვანია ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ალვეში, ბუსკეტსი და ჩავი. ამის გამო კი გვარდიოლას მიმართ ალბათ ბევრი "საქებარ" სიტყვებსაც არ დაიშურებდა, მაგრამ ალბათ რთულია იმის გაგება, რომ გვარდიოლას თავის გუნდის საქმის ჩვენზე მეტად ესმის. ასეთი ადამიანები, ყოველშემთხვევაში პირველი გოლის შემდეგ თუ არა, მატჩის ოთხმოცდამეათე წუთზე მაინც მიხვდებოდნენ, რომ გვარდიოლამ უფრო მეტი იცის, ვიდრე ჩვენ და თუ ვერ მიხვდებოდნენ, მაშინ ეს უკვე მათი ძალიან დიდი პრობლემაა.

აი გაისმა დელგადო ფერეიროს სასტვენის ხმაც და დაიწყო შეხვედრაც. შეხვედრა, რომელიც გვარდიოლამ ალვეშის, ბუსკეტსისა და "ოქროს ბურთისთვის" მებრძოლი ჩავის გარეშე დაიწყო. სიმართლე რომ ვთქვათ, გუნდს ჩავის არ ყოფნა საერთოდ არ დატყობია და ფეხბურთელები მის გარეშეც ძალიან კარგად ახერხებდნენ თავისი საფეხბურთო სტილით სიამოვნების მიღებას. მატჩის პირველ წუთებში რეჟისორების თვალთახედვის არეში ვერ ხვდებოდა დავიდ ვილია. ფეხბურთელი, რომელიც "დეპორთან" ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო და არის (და იმედია იქნება). მაგრამ დადგა ის სანატრელი 26–ე წუთიც და მატჩის რეჟისორებმა როგორც იქნა ვილიაც აღმოაჩინეს, რომელმაც "დეპორს" ხათრი არ გაუტეხა და თავის მეთოთხმეტე მატჩში ლა კორუნიელებთან თავისი მეთერთმეტე გოლის გატანა შეძლო. ლეო მესი რომ არა, ვინ იცის, იქნებ დავიდი ვერც კი შეგვემჩნია. სწორედ მისი ლამაზი პასის შედეგად მიიღო ბურთი ვილიამ და სწორედ მისი ლამაზი პასის შემდეგ გაუშვა არანსუბიამ პირველი გოლი. ეს გოლი ტაიმში ბოლო არ აღმოჩენილა. 38–ე წუთზე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა წინა შეხვედრის ერთ–ერთმა გმირმა, ერიკ აბიდალმა, მაგრამ შეხვედრის არბიტრებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. დარჩენილმა წუთებმა კი გატანილი გოლების გარეშე განვლო. პირველ ტაიმში "დეპორმა" პირადად ჩემზე და ალბათ თქვენზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე ტაიმში ამ გუნდისგან "რაღაცას" ველოდი(თ).

მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში არანსუბიას ერთი საფიქრალი გაუჩნდა. ჯარიმას ვილია დაარტყამდა, თუ მესი? თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ქონოდა. საბოლოოდ ჯარიმა ლეომ დაარტყა და არანსუბიასაც საფიქრალი გაუქრა, მაგრამ ეტყობა ამ ფიქრ–ფიქრში ნახტომის გაკეთება დაავიწყდა, ან იმ დარტყმულის შემდეგ რაღას გადახტებოდა... მოკლედ, ანგარიში ორამდე გაიზარდა და "დეპორის" შანსებიც მინიმუმამდე დავიდა. "რიასორზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა კი კარგად გააანალიზეს ის ფაქტი, რომ საყვარელ გუნდს არაფრის შანსი აღარ ქონდა და ისევ და ისევ ინიესტას სახელის სკანდირებდნენ და ინიესტამაც მათ მადლობა 79–ე წუთზე, გატანილი გოლით გადაუხადა. ამ გოლიდან ერთ წუთში კი მესი–პედროს შეტევა ამ უკანასკნელმა ფეხბურთელმა დააბოლოვა და არანსუბიას კარში ბურთი მეოთხედ და საბოლოოდ გაეხვა. შეხვედრის მიწურულს თავის გამოჩენის შანსი ქონდა "დეპორტივოს" ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელს, ადრიანს, რომელსაც გუშინ დაბადების დღე ქონდა, მაგრამ "ბარსას" გოლკიპერი, ვიქტორ ვალდესი ეტყობა საჩუქრების კეთების ხასიათზე არ გახლდათ და ადრიანის დარტყმულის მოგერიება მოახერხა.

და ახლა დელგადო ფერეიროს სასტვენის ხმაც საბოლოოდ გაისმა და დასრულდა შეხვედრაც. შეხვედრა, რომელმაც ყველას, ყველას დაანახა, თუ როგორ უნდა მოიგო მატჩი ალვეშის, ბუსკეტსისა და ჩავის გარეშე მშვიდად და აუღელვებლად. და მხოლოდ მოიგო? გაიტანო 4 გოლი! და მაინც, რა შეაჩერებს "ბარსას"? ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ორშაბათს "ოქროს ბურთს" მესი, ინიესტა, ან ჩავი აიღებს.

ვიდეომასალა

მიმოხილვა

[media=http://www.youtube.com/watch?v=dXS4ftofMrM]

ჩავი

[media=http://www.youtube.com/watch?v=ubI8UgdWQxU]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.