შეწყვეტს თუ არა "ბარსელონა" "ოსასუნას" 26 მატჩიან წაუგებელ სერიას?

შეწყვეტს თუ არა "ბარსელონა" "ოსასუნას" 26 მატჩიან წაუგებელ სერიას?

ლა ლიგაში "ბარსელონას" მომდევნო მეტოქეს, "ოსასუნას", შთამბეჭდავი შედეგი აქვს - პამპლონელებს საკუთარ მოედანზე ბოლო 21-დან არცერთი შეხვედრა არ წაუგიათ.

"ოსასუნამ" სეგუნდა დივიზიონის გასულ გათამაშებაში, 21 საშინაო მატჩიდან 19 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, სულ კი მხოლოდ 10 გოლი გაუშვა.  ამას ემატება 2017/18 წლების სეზონში ბოლო 4 და მიმდინარე სეზონის პირველი საშინაო თამაშის წაუგებლობა და გამოდის, რომ "ოსასუნა" "ბარსელონასთან" დაპირისპირებას საკუთარ კედლებში 26-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება.

ასე რომ, "ბარსას", რომელმაც მეორე ტურში "ბეტისი" 5-2 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ელ სადარზე" საკმაოდ რთული გამოცდა ელის. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Gnidius
    სტუმარი [?]
    #6 27 აგვისტო 2019 16:09
    2
    შეულაყლაყებთ ოსასუნა არა ბენზემა კიდე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 აგვისტო 2019 15:53
    1
    დედას ვუტირებთ გადავუვლით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #4 27 აგვისტო 2019 12:35
    3
    მესის გარეშე რთული იქნება.

    ვარჯიში დაიწყო დღეს უკვე? ნეტა ისევ ცალკეა?
    NikaCxakaia
    სტუმარი [?]
    #3 27 აგვისტო 2019 12:13
    4
    ბარსა ოსასუნას მუხრუჭEბს მოუშVებს <3
    [?]
    #2 27 აგვისტო 2019 12:13
    4
    კამპ ნოუ სხვა თემაა, პაპლონაში თამაში 2 ჯერ რთული იქნება. მესი ისევ არ ვარჯიშობს რა ჯანდაბაა მართლა. ლეოს გარეშე მანდ მოგება გაჭირდება. იმედია ყველა გასვლით თამაშში ქულებს არ დავკარგავთ როგორც ლუჩოს მესამე წელს მოგვდიოდა ან გვარდის მეოთხე წელს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აგვისტო 2019 12:00
    8
    ისევ ის სასტავი თუ დააყენა რაც ბეტისთან სულს ამოვხდით, სად არი ოსასუნას საბლატაო