”დეპორტივო” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ
მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ დიდი ანგარიშის მოგების მიუხედავად თამაში ადვილი არ გამოვიდა. ”ჩვენ ამ მატჩის მოგება დიდი ძალების დახარჯვის ხარჯზე შევძელით. რა თქმა უნდა, მე უფრო მეტი სახიფათო მომენტის ხილვა მსურდა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მეტი შეტევა უბრალოდ შეუძლებელი იყო” - განაცხადა გვარდიოლამ.
”ბარსელონამ” მოიპოვა კიდევ ერთი გამარჯვება სტუმრად, ”დეპორტივოსთან”. პეპმა განაცხადა, რომ ”გამარჯვება რთული გამოვიდა, რადგან ძნელია უპოვო სუსტი წერტილები ისეთ გუნდს, როგორიც ”დეპორტივოა. ისტორიულად ამ სტადიონზე მოგება ყოველთვის გვიჭირს, ამიტომაც გამარჯვებამ მეტი სიხარული მოგვანიჭა”.
კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების ფიზიკური მომზადებით
გვარდიოლამ არ იცოდა, თუ როგორ ითამაშებდნენ 3 დღის შემდეგ მისი შეგირდები ”სან მამესზე” რთული მატჩის შემდეგ. მატჩის შემდეგ პეპმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების ფიზიკური მომზადებით კმაყოფილია: ”წარმოუდგენელი იყო წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებდა ფეხბურთელების ფიზიკურ ფორმაზე დასვენებისა და ვარჯიშების ნაკლებობა. ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან, აკონტროლებდნენ მატჩს და საჭირო დროს გაქონდათ გოლები. იმედი გვაქვს, რომ ესე გავაგრძელებთ”.
თავდაჯერებულობა გუნდში
ცოტა მოულოდნელი იყო სათადარიგოთა სკამზე გვეხილა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც დანი ალვესი და ჩავი არიან. გვარდიოლამ თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: ”მე ყველა ფეხბურთელს ვენდობი და ყველა მათგანს აქვს მოედანზე გამოსვლის უფლება. ისინი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებენ და ამტკიცებენ, რომ მე მათი ნდობა შემიძლია”.
აფელაის პირველი წუთები
ასევე პეპმა ახალწვეულ ჰოლანდიელზე, იბრაჰიმ აფელაიზე ისაუბრა: ”დღეს როგორც იქნა ის ბურთს შეეხო და მას ძალიან კარგად აკონტროლებდა. ის ჩვენ თამაშში ბევრ რამეს შემოიტანს, რადგან თამაშობს სწრაფად და ტექნიკურად”.
”ოქროს ბურთი”
პრეს-კონფერენციის ბოლოს გვარდიოლამ ”ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიაზე ისაუბრა: ”რა თქმა უნდა, მე იქ ვიქნები” - განაცხადა მან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]