"დეპორტივო"–"ბარსელონა", ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"დეპორტივო"–"ბარსელონა", ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" ლა კორუნიის "დეპორტივო" 0–4 გაანადგურა. მატჩის შემდეგ გვარდიოლას ფეხბურთლებმა კომენტარები გააკეთეს.

პუიოლი:" ჩვენ შეიძლება პატარა გუნდი გვყავს, თუმცა ყველა ფეხბურთელი სუაკეთესოა. ჩენ ასევე ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს "ბარსა ბ–ში". ჩვენი შედეგები წარმოუდგენელია. მოიგო ყველა გასვლითი მატჩი ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. ვიმედოვნებ ასევე გავაგრძელებთ."

პედრო: " გუნდი თავს კარგად გრძნობს, რადგანაც ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს, ყველა მნიშვნელოვანია. ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავს."

 პიკე:" ჩვენ 100%–ით ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, ყველას გაუჭირდება ჩვენი დამარცხება. ჩვენ უფრო მოტივირებულნი და კონცენტრირებულნი ვართ, როდესაც გასვლაზე ვთამაშობთ. პუიოლი მოედანზე საუბარს არ წყვეტს. იგი ყველაფერს საჭიროს ამბობს, კომუნიკაცია აუცილებელია."

ინიესტა: " ჩვენ ასე თამაში რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჩვენ ისეთ ფორმაში ვართ, რომ ბევრ ტიტულს მოვიგებთ."

მაშერანო: " არაა ადვილი აქ მოგება. უკეთესი იქნება, თუ მადრიდი ქულებს დაკარგავს. ლეომ მართალია ერთ გოლზე მეტი ვერ გაიტანა, მაგრამ მან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

ვილია:" მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი 150–ე გოლი გავიტანე "პრიმერაში". ჩვენ მადრიდში უფრო ადვილად ვითამაშებთ, რადგანაც აქამდე ჩამოსასვლელად შედარებით დიდი მანძილია და ვიღლებით. ჩვენ ასე გავაგრძელებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.