პერესი, რუისი და 16 წლის ფატი: ვინ შეავსებს "ბარსელონას" შეტევის დანაკლისს "ბეტისთან"?

პერესი, რუისი და 16 წლის ფატი: ვინ შეავსებს "ბარსელონას" შეტევის დანაკლისს "ბეტისთან"?

"ბარსელონას" შემადგენლობაში სერიოზული პრობლემაა. ისედაც დასუსტებულ შეტევის ხაზს გაურკვეველი ვადით რაფინიაც გამოაკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერნესტო ვალვერდემ დანაკლისი სარეზერვო გუნდიდან უნდა შეავსოს. 

როგორც ჩანს, მწვრთნელი ამაზე უკვე ფიქრობს, რადგან დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე "ბარსა ბ"-ს სამ შემტევს უხმო. კარლეს პერესს და აბელ რუისს, რომლებიც პრესეზონის დროს ისედაც ნაცნობი სახეები გახდნენ, ანსუ ფატიც დაემატა. 16 წლის ანსუმ ძირითად გუნდთან ერთად პირველად ოთხშაბათს ივარჯიშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

"ბეტისთან" მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება, "ბარსას" დანაკლისის შესახებ ზუსტ ინფორმაციას კი ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ გავიგებთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 აგვისტო 2019 02:37
    0
    ეხლა ანსუ ფატი რო არ ითამაშებს მაგას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი ალბათ კარლეს პერესმა უნდა ითამაშოს თუ რაფინიამაც ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება აი მესიმ რო უეჭველი სასტარტოდან უნდა დაიწყოს რათ უნდა ბევრი ლაპარაკი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 აგვისტო 2019 22:15
    0
    LW -ზე კარლეს პერესი და უკან პუჩი-დე იონგი, ბებერი ბუსკეტსი საყრდენად და RW -ზე გრიზმანი, 9-იანზე აბელ რუისს ენდოს ეს ჩმორვერდე, განა ასე რთულია?! რაკიტიჩი-ვიდალი სათადარიგოზე და რო რამე, შემოიყვანს, ჰო, არტურიც ბარსელონას ფეხბურთელია, კინაღამ დამავიწყდა
    გულშემატკივარი [?]
    #1 23 აგვისტო 2019 17:25
    4
    Vafshe gaushvan rafinia wels da peresi daawinauron magrad momwons dzaan mondomebulia egbichi da ar unda daulargon imedi rafiniam mochama tavisi da gaushvan sadac gauswordeba