თომას ტუხელი ნეიმარს არ ეშვება
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს სურს, რომ ნეიმარი პსჟ-ს მომდევნო მატჩში ათამაშოს, იტყობინება Sport.
წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელები ამის წინააღმდეგი არიან, რადგან პსჟ მომდევნო მატჩს საშინაო არენაზე გამართავს და ნეიმარის თამაში ფანების გაღიზიანებას გამოიწვევს. ასევე, ისინი შიშობენ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშის დროს ტრავმას მიიღებს, შემდეგ კი მას ვეღარ გაყიდიან.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარს პსჟ-ს მაისურის ჩაცმა აღარ სურს, თუმცა ფეხბურთელი ხვდება, რომ თუ ის კლუბის წინააღმდეგ წავა, მის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გართულდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]