ანსუ ფატიმ ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა

  • 21-08-2019, 22:05
  • WinGs
  • 2
ანსუ ფატიმ ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა

ლიდერების არყოფნაში, ერნესტო ვალვერდემ ვარჯიშისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელს, ანსუ ფატის უხმო, რომელიც ძირითად გუნდს პირველად შეხვდა. 

16 წლის შემტევი, რომელიც "ბარსელონაში" 2012 წელს მოვიდა, ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ მიიჩნევა და პრესეზონი "ბარსა ბ"-სთან ერთად წარმატებით ჩაატარა. 

სავარაუდოდ, ფატი სეზონის ძირითად ნაწილს ვიქტორ ვალდესის ხელმძღვანელობით გაატარებს, თუმცა სარეზერვო გუნდში გარსია პიმიენტასაც დაეხმარება. 

ანსუ ძირითადად "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ფლანგებზეც კარგად გამოიყურება. მისი საუკეთესო თვისებები, სისწრაფე, მოქნილობა და საგოლე ალღოა. 

ფატის "ბარსელონასთან" 2022 წლამდე კონტრაქტი აკავშირებს და მისი გამოსაყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #2 21 აგვისტო 2019 23:11
    1
    ციტატა: Wtf man
    კარგი ბიჭი ჩანს. ახალგაზრდულ ლიგაზე 9 თამაშში 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს გაკეთებული წინა სეზონში. იმედია გაამართლებს. რაც მეტი აკადემიელი გვეყოლება რა ჯობია. ამის პაკალენია გვყვავს კარგი ბიჭები. 15-16ი წლისები. სიმონსმა გვიღალატა ერთი გვყვავს ძაან მაგარი 16 წლის იმენა მეორე პოგბა შეხედულებითაც აღნაგობითაც და თამაშის სტილითაც პოგბას გავს იმედია მიაღწევენ რამეს

    მორიბაზე ამბობ? პოგბას სტილი აქვს მარა ტანკია უკვე მაგარი ჯანზე და კიდე ალსტუა როა ეგეც მაგარია
    ფანი [?]
    #1 21 აგვისტო 2019 22:19
    6
    ვა ვა ეს უკვე საინტერესოა