ლუდოვიტ რეისმა მთავარ გუნდთან პირველად ივარჯიშა

ლუდოვიტ რეისმა მთავარ გუნდთან პირველად ივარჯიშა

"ბარსელონა ბ"-ს ახალწვეულმა, ლუდოვიტ რეისმა დღეს კატალონიური კლუბის მთავარ გუნდთან ერთად პირველად იარჯიშა.

19 წლის ნახევარმცველი "ბარსელონამ" სარეზერვო გუნდისთვის ჯერ კიდევ მაისში გაიფორმა. კლუბი მის დაწინაურებას გეგმავს, ამიტომ დღეს ერნესტო ვალვერდემ გადაწყვიტა, რომ ის ვარჯიშის დროს ენახა. Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუდოვიტმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მისი კონკურენტუნარიანობით და პროფესიონალიზმით. რეისი ბურთთან ერთად კარგად მოქმედებს, ასევე აგრესიულია ბურთის ართმევის დროს.

"ეს განსაკუთრებული დღეა, ძალიან ბედნიერი ვარ. ოცნება ამიხდა. ამ დღეს არასდროს დავივიწყებ."

"აქ იმისთვის ვარ, რომ საუკეთესო ფეხბურთელებისგან ვისწავლო. მე საყრდენი ნახევარმცველი ვარ, მაგრამ შემიძლია, შეტევასაც დავეხმარო. ჩემი მიზანი პირველ გუნდში თამაშია და ისეთი მოთამაშეებისგან სწავლა, როგორიც სერხიო ბუსკეტსია. მინდა, უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და რაც შეიძლება მეტი მოვიგო "ბარსელონასთან" ერთად." - ციტირებს ლუდოვიტ რეისის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    De jong21
    სტუმარი [?]
    #2 20 აგვისტო 2019 22:12
    2
    ციტატა: Wtf man
    ეტყობა რო ბარსელონა უყვარს. ეს წელი ბარსა ბში და თასზე ათამაშონ ხოლმე და შემდეგ წელს დააწინაურონ. ეს ალენია გასაშვებია რა. შემდეგ წელს ალენია რაკეტა აღარ გვეყოლება ესეთი ნახ დაცვა კარგი იქნება. არტური დეიონგი პუჩი ვიდალი ბუსკეცი და ეს ბიჭი

    ვიდალი არა და ორიოლი მინდა ისე 2 წელში მორიბა როა აკადემიაში ეგეც იქნება ძირითად გუნდში ტიპი ტანკია თან შეტევაც შეუძლია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 აგვისტო 2019 22:10
    3
    აუ ფელიქსი რას თამაშობს ისე.. ძან მაგარი ვიღაცაა, იმედია არ მოუკლებს და მიაწვება ეგრე.. მასეთი ხალხის გამო ღირს ისევ ფეხბურთის ყურება რა...
    --------------------
    fly with barca,
    die with barca