ნეიმარი პსჟ-ს განაცხადში ისევ ვერ ხვდება

  • 17-08-2019, 23:08
  • ნეიმარი პსჟ-ს განაცხადში ისევ ვერ ხვდება

    ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო გუნდის განაცხადში ისევ ვერ მოხვდა. 

    პსჟ-მ ლიგა 1-ის პირველი შეხვედრა მის გარეშე ჩაატარა, ახლა კი თომას ტუხელმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ თუ სხვა გამოსავალი არ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში თამაშს ჩვეულებრივად გააგრძელებს, ის მეორე ტურის განაცხადს მიღმაც დატოვა. 

    საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი კვირას "რენს" დაუპირისპირდება. 

    ფილიპე კოუტინიოს "ბაიერნში" წასვლის შემდეგ, უფრო მოსალოდნელი გახდა, რომ "ბარსელონა" ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობის გაძლიერებას მოინდომებს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge