ვიდალი "ინტერში" გადასვლაზე ფიქრობს

  • 17-08-2019, 23:02
  • ვიდალი "ინტერში" გადასვლაზე ფიქრობს

    არტურო ვიდალი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში აღარ შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი შანსია, ჩილელმა ფეხბურთელმა "ბარსელონა" უახლოეს მომავალში დატოვოს. 

    იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დატოვება მის პირდაპირ გეგმებში არ შედის, ვიდალი მილანის "ინტერში" გადასვლაზე ფიქრობს. 

    მას მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან კარგი ურთიერთობა აქვს და "ნერაძურიში" ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იქნება - "ბარსაში" მისი ხელფასი 7 მილიონი ევროა, ინტერში კი სულ რაღაც 6 მილიონი. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge