"ბარსა" ლა ლიგას მესის გარეშე 10 წლის შემდეგ პირველად იწყებს
- 15-08-2019, 23:38
-
WinGs
- 3

ლიონელ მესი მოედანზე გასასვლელად მზად არ არის და შესაბამისად, ლა ლიგის პირველი ტურის განაცხადში ვერ მოხვდა. საინტერესოა, რომ ეს 2009 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის სეზონს მის გარეშე დაიწყებენ.
2009 წლის აგვისტოში სამხრეთ ამერიკელი ტრავმას იშუშებდა და ხუთ დღეში გასამართი არგენტინა-ბრაზილიის მატჩისთვის მზადყოფნა სურდა, რის გამოც პეპ გვარდიოლამ შემადგენლობაში ბოიან კრკიჩი, პედრო და ზლატანი დააყენა. გუნდს მესის გარეშე არ გასჭირვებია და 3-0 გამარჯვება მოიპოვა.
ამის შემდეგ, მესიმ 9 გახსნით თამაშში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი შეაგდო - თანაც, 5 დუბლი შეასრულა და ჰეთ-თრიქიც გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ მესის გარეშე გუნდმა შეთამაშება უკვე მოასწრო და პრე-სეზონი წარმატებით ჩაატარა. ხვალ, მათ ბილბაოს "ატლეტიკთან" მნიშვნელოვანი გამოცდა ელით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]