ერნესტო ვალვერდე ლა ლიგის სტარტის წინ
- 15-08-2019, 21:31
-
WinGs
- 4

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩის წინ სეზონის პირველი პრესკონფერენცია გამართა.
"გარისკვას არ ვაპირებთ, განსაკუთრებით - ლეო მესისთან დაკავშირებით.
მესის გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია და ისევ გამოჯანსაღების პროცესშია, ასე რომ, დავიცდით.
დასაწყისისთვის საკმაოდ რთული თამაშია. "ბილბაოს" კარგი პრე-სეზონი ჰქონდა და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ისინი პრესინგს ძალიან კარგად თამაშობენ.
ვიცი, როგორია "ატლეტიკი" საკუთარ მოედანზე. აქ გულშემატკივრების ფაქტორიც დიდ როლს ასრულებს.
რა თქმა უნდა, დადებით ნოტაზე დაწყება გვსურს - ზედიზედ მესამე ტიტულის მოგებას ვაპირებთ".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]