როგორ თამაშობს ანტუან გრიზმანი "ბილბაოს" წინააღმდეგ

როგორ თამაშობს ანტუან გრიზმანი "ბილბაოს" წინააღმდეგ

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩში, მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" "ბილბაოს" სტუმრად დაუპირისპირდება.

"სან მამესზე" თამაში ადვილი არასდროსაა, მაგრამ "ბარსელონას" უკვე ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ამ სტადიონზე წარმატებული ასპარეზობით გამოირჩევა.

"ბლაუგრანას" ახალწვეულს, ანტუან გრიზმანს, "ბილბაოს" წინააღმდეგ 18-ჯერ უთამაშია. მისმა გუნდებმა ("სოსიედადი" და "ატლეტიკო") 11-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 4-ჯერ წააგეს. გრიზმანის აქტივში 8 გატანილი გოლია, აქედან 5 "სან მამესზე". ფრანგ ფეხბურთელს, ლა ლიგაში, ჰეთ თრიქი სულ 4-ჯერ აქვს შესრულებული და აქედან ერთი "ბილბაოსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაზე მოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 აგვისტო 2019 17:16
    4
    იმედია ხვალაც დააჭედებს გრიზმო გოლს ბასკებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 15 აგვისტო 2019 15:29
    5
    ტერ შტეგენი
    სემედო-პიკე-უმიტი-ალბა
    რაკიტიჩი-ბუსკეცი-დეიონგი
    დემბელე-სუარეზი-გრიზმანი
    ესე ითამაშებს უეჭველი

    აბა ანგარიშები ჩამოყარეთ stuck_out_tongue_closed_eyes
    წევრი [?]
    #1 15 აგვისტო 2019 15:15
    8
    აბა შენიცი ბარსაში მეტი შანსი გექნება გოლების შეყრის და ბენზემობა არდაიწყო.