გვარდიოლას პრეს–კონფერენცია

  • 7-01-2011, 19:01
  • გვარდიოლას პრეს–კონფერენცია

    კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა "დეპორტივოსთან" მატჩის წინ: " მე 21 ფეხბურთელი გამოვიძახე, რადგანაც მსურს, რომ მათ ერთმანეთთან ყოველთვის ჰქონდეთ კავშირი და ურთიერთგაგება. ერთი და იგივე 11 ფეხბურთელი, ერთ თვეში 9 მატჩს ვერ ჩაატარებს, თუმცა აუცილებლად მოიგებს ყველას."

    გვარდიოლას აზრით მათ შაბათს არ ელით ადვილი მატჩი: " ჩვენ ნამდვილად არ გველის ადვილი მატჩი. ისინი სახლში კარგად თამაშობენ და მათ კარგი პერიოდი უდგათ. ჩვენ სათასო მატჩის შემდეგ სწრაფად აღვიდგინეთ ძალები, რადგან ჩემპიონატში არცერთი ქულის დაკარგვა არ გვინდა."

    ამ პრესკონფერენციაზე გვარდიოლა შეეხო სხვა თემებსაც.  მან გააკრიტიკა კლემენტე: " მე გავიგე, რომ არის ხალხი, რომლებსაც "ბარსას" ნახვა არ უყვართ."

    პეპი შეეხო გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს. მან მილიტოზე განაცხადა: " ის ჩვენი ფეხბურთელია და დიდ პატივს ვცემთ. მე მასთან საუბრის შემდეგ საკმაოდ კარგი გრძნობა დამეუფლა." გვარდიოლას კომენტარი კეიტაზე: " ჩემი კარიერის განმავლობაში, მისნაირ ადამიანს არ შევხვედრივარ." რაც შეეხება აფელაის: " მან გუნდთან ადაპტაცია კარგად გაიარა. მისი აქ ყოფნის დღეები უნაკლოა."

    ბოლოს მან ისაუბრა "ოქროს ბურთის" მიღების კანდიდატებთან დაკავშირებით: " "გადავწყვიტე, რომ "დეპორტივოსთან" მატჩის შემდეგ, მე გავემგზავრო ციურიხში და დავესწრო გალა–წარმოდგენას. მე თუ მკითხავთ სამივე მათგანი იმსახურებს ამ პრიზს. სულ ერთია რომელი მოიგებს, მე ყოველი მათგანის წარმატება გამიხარდება," დაასრულა გვარდიოლამ.

    ცნობისათვის ფიფას გალა–წარმოდგება ორშაბათს ციურიხში გაიმართება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV