კასილიასის ოცნება

კასილიასის ოცნება

"მარკასთან" ინტერვიუში ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, იკერ კასილიასმა პარალელი გაავლო მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიასთან წაგებულ მატჩსა და "ბარსელონასთან" გამართული ბოლო "კლასიკოს" შორის. მოგეხსენებათ, 2010 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ესპანელები შვეიცარიელებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, ესპანელები ფინალში გავიდნენ და ანდრეს ინიესტას მიერ გატანლი გოლის წყალობით მსოფლიოს პირველობა მოიპოვეს. ხოლო 2010 წლის 29 ნოემბერს მადრიდის "რეალი" კატალონიის დედაქალაქს ეწვია და "ბარსელონასთან" მატჩში საშინელი მარცხი განიცადა. მათ 5 უპასუხო გოლი მიიღეს საკუთარ კარში. ამ ორ მატჩს შორის პარალელების გავლების შემდეგ, კასილიასს იმედი აქვს, რომ "ბარსელონასთან" მარცხის მიუხედავად, მადრიდელები წელს ქვეყნის ჩემპიონები გახდებიან.

"მიმდინარე სეზონში ჩვენ შეიძლება "ბარსელონას" კიდევ ოთხჯერ დავუპირისპირდეთ. ეს შეიძლება მოხდეს ქვეყნის ჩემპიონატში, თასის გათამაშებასა და ჩემპიონთა ლიგაში. ძია ფელიქსმა ასეთი რამ მითხრა: "კარგი იქნება, თუ ისტორიას დაამახსოვრდება მათი გამარჯვება, ანგარიშით 5:0, და მათი მარცხი დანარჩენ მატჩებში". მე სიამოვნებით დავეთანხმები მის სიტყვებს".– განაცხადა კასილიასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.