ყველაფერი, რაც ლა ლიგის ახალი სეზონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც  ლა ლიგის ახალი სეზონის შესახებ უნდა იცოდეთ

გახსნითი თამაში

კატალონიური კლუბი სეზონს ლა ლიგის პირველი შეხვედრით გახსნის. თამაში პარასკევს, 16 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე "სან მამესზე" გაიმართება და "ბლაუგრანას" "ბილბაო" უმასპინძლებს.

პირველი მატჩი "კამპ ნოუზე"

"ბარსელონა" საშინაო არენაზე ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ შეხევდრას ლა ლიგის ეგიდით 25 აგვისტოს გამართავს. პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში კატალონიელები "ბეტისს" უმასპინძლებენ.

დაწინაურებული კლუბები

ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონზე სეგუნდა დივიზიონიდან სამი დაწინაურებული კლუბი ჰყავს. ესენია: "მალიორკა", "ოსასუნა" და "გრანადა". გასული სეზონის შედეგების მიხედვით კი შიდა ჩემპიონატს "ჟირონა", "უესკა" და "რაიო ვალიეკანო" გამოეთიშნენ.

"ელ კლასიკო"

სეზონის პირველი "კლასიკო" ლა ლიგის მე-10 ტურში 27 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება. განმეორებითი მატჩი კი პირველ მარტს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონშიც ამ თარიღებში ჩატარდა "კლასიკო". საშინაო თამაში კატალონიელებმა 5:1 მოიგეს, ხოლო გასვლაზე 1:0 იმარჯვეს.

სანაკრებო პაუზა

სანაკრებო შესვენებები იქნება სექტემბერში, მე-3 და მე-4 ტურებს შორის, ოქტომბერში მე-8 და მე-9 ტურებს შორის და ნოემბერში მე-13 და მე-14 კვირებს შორის. შობამდე კატალონიელები 22 დეკემბერს "კამპ ნოუზე" "ალავესს" უმასპინძლებენ. 2020 წლის პირველი შეხვედრა საშინაო არენაზე "გრანადას" წინააღმდეგ გაიმართება 19 იანვარს.

89-ე სეზონი

"ბლაუგრანა" ლა ლიგაში უკვე 89-ე სეზონს იწყებს. კლუბს ჯამში 26-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ "ბარსა", "რეალი" და "ბილბაო" პრიმერა დივიზიონიდან არასდროს გავარდნილან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 15 აგვისტო 2019 13:28
    0
    რეალს უნდა დავეწიოთ და გავასწროთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 აგვისტო 2019 23:45
    1
    ელ კლასიკოს ველოდები მოუთმენლად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #3 14 აგვისტო 2019 22:44
    0
    ციტატა: Malcom14
    პირველი კლასიკი შარშან 28 ოქტომბერს ჩატარდა და არა 27 ში ხო არ უბერავთ

    საღ გონებაზეც ვართ და შარშანდელი კლასიკოც 28 ოქტომბერს იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აგვისტო 2019 21:17
    1
    ბარსა,ბილბაო და ***გუნდა არ გავარდნილან არასდროს

    ეხლა რომ მოხდეს სასწაული და რეალი გავარდეს, თანაც ზიდანის თავკაცობით....
    თავისი აზარებით, იოვიჩებითა და ედერ მილიტაოებით, ძველი გვარდიით, რამოსი-კარვახალებით და კროოსი-კაზემიროებით smiley
    Malcom14
    სტუმარი [?]
    #1 14 აგვისტო 2019 19:39
    3
    პირველი კლასიკი შარშან 28 ოქტომბერს ჩატარდა და არა 27 ში ხო არ უბერავთ