”ბარსელონას” განაცხადი ”დეპორტივოსთან” მატჩისთის

  • 7-01-2011, 17:46


  • დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ცნობილი გახდა ”ბარსელონას” განაცხადა ”დეპორტივოსთან” მატჩისთვის. განაცხადს დაუბრუნდა მაქსველი, რომელმაც გამოტოვა სათასო შეხვედრა ”ატლეტიკის” წინააღმდეგ. მაქსველის დაბრუნებამ პეპ გვარდიოლას საშუალება მისცა ”დეპორტივოსთან” მატჩისთის პირველი გუნდის 20-ივე ფეხბურთელი გამოეძახა. შაბათის მატჩისთვის გვარდიოლას გუნდის განაცხადში ”ბარსელონა ბ”-ს ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარაც მოხვდა. მატჩის წინ ამ 21 ფეხბურთელიდან 3 განაცხადს მიღმა დარჩება.

    21 ფეხბურთელი დღეს დილით, საშუალო ტემპერატურაში ”Ciutat Esportiva Joan Gamper”-ის მოედანზე ვარჯიშობდა. ერიკ აბიდალი ვარჯიშზე ყველაზე ბედნიერი და მომღიმარი ფეხბურთელი იყო.

    მატჩის განაცხადა:

    მეკარეები: ვალდესი, პინტო
    მცველები: პუიოლი, პიკე, მილიტო, ალვეში, აბიდალი, მაქსველი, ადრიანო
    ნახევარმცველები: მასკერანო, ბუსკეტსი, კეიტა, ხავი ინიესტა, ტიაგო, აფელაი
    თავდამსხმელები: ხეფრენი, ბოიანი, მესი, ვილია, პედრო.

    ვარჯიშის სურათებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ
                                          ”ბარსელონას” განაცხადი ”დეპორტივოსთან” მატჩისთის
                                         
                                          
                                          
                                           

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge