რონალდინიოს პოპულარობამ იკლო

ბოლო დროს რონალდინიოს არცთუ დამაჯერებელმა გამოსვლამ "ბარსელონას” არამარტო ქულები, არამედ ფინანსებიც დააკლო. კლუბის მაისურები ბრაზილიელის გვარით დღესდღეობით გაცილებით ნაკლებად იყიდება, ვიდრე წინა წლებში, გულშემატკივრებში ახლა მოთხოვნილება უფრო მეტად მესის და ანრის მაისურებზე არის.
ივნისამდე რონალდინიოს მაისურების გაყივით კლუბში ყველაზე დიდი თანხა შედიოდა, მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, რამაც ის გამოიწვია, რომ 2006 წელთან შედარებით რონალდინიოს მაიკები 40% ნაკლები არის გაყიდული.
როგორც ესპანური "El Periodico”-ს ჟურნალისტი წერს – "ბრაზილიელის წარუმატებელი თამაში უკვე მის კომერციულ შემოსავლიანობაზეც აისახა”.
წყარო: www.football.ua
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]