გახსნითი მატჩების 10-სეზონიანი დაუმარცხებელი სერია
- 13-08-2019, 11:19
-
marusa barcelona
- 1

"ბარსელონა" პარასკევს ლა ლიგის გახსნით შეხვედრაში "სან მამესზე" "ბილბაოს" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კლუბები პრიმერა დივიზიონის პირველ მატჩში 9-ჯერ შეხვედიან ერთმანეთს. აქედან 6 თამაში კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, 2 ფრედ, ხოლო მარცხი შორეულ 1949 წელს დაფიქსირდა.
საინტერესოა ისიც, რომ "ბლაუგრანა" ზედიზედ 10 სეზონია ლა ლიგის გახსნით მატჩს არ აგებს. ბოლო მარცხი ნაამდვილად სენსაციური გამოდგა. 2008/09 წლის სეზონზე კატალონიელები "ნუმასიასთან" 0:1 დამარცხდნენ. თუმცა ამ სეზონში კლუბმა ისტორიული ტრებლი მოიპოვა.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ განხსნითი თამაშების საუკეთესო გამტანი ლიონელ მესია. არგენტინელის ანგარიშზე 14 გოლია. 2010, 2011, 2014 და 2018 წლებში კი მესი "ბარსელონას" შიდა საჩემპიონო ტურნირის პირველი გოლების ავტორი გახლდათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]