პიკე:" ფეხბურთში კიდევ ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი"

  • 7-01-2011, 13:50
  • პიკე:" ფეხბურთში კიდევ ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი"

    ცნობისთვის კატალონიის "ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე იბრძოლებს, რათა მოხვდეს ფიფას საუკეთესო 11–ულში. ესპანელი ფეხბურთელს კონკურენციას მსოფლიოს საუკეთესო მცველები გაუწევენ. ხერარდმა ინტერვიუ მისცა UEFA.com–ს. პიკეს ტიტულები კვლავ სწყურია: " მე სიამოვნებას ვიღებ ჩემი საქმით და კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ გუნდში, ასეთ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ. მე ჯერ კიდევ ბევრი რამ დამრჩა ფეხბურთში გასაკეთებელი. მაგალითად მე არასდროს მიმიღია ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა და რა თქმა უნდა არც მომიგია," განაცხადა პიკემ.

    პიკე არ ფიქრობს, რომ 2010 წელი ნამდვილად საუეკთესო იყო მის კარიერაში: "ნამდვილად ვერ გეტყვით იყო თუ არა საუკეთესო. ყოველ სეზონში რაღაც ცვლილებებია და ყოველთვის გაქვს სხვადასხვა მოტივაცია. მე მთელი კარიერა წინ მაქვს და კიდევ ბევრი რამ მელის წინ."

    კითხვაზე არის თუ არა დღევანდელი "ბარსელონა" ერთ–ერთი საუკეთესო ისტორიაში, პიკემ განაცხადა: " ჩვენ  კარგად ვთამაშობთ და საუკეთესო სეზონებს ვატარებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთის ისტორიაში უამრავი საუკეთესო გუნდი იყო და ჯერ კიდევ ბევრი შრომაა საჭირო მათთან რომ მივიდეთ."

    ინტერვიუში პიკემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახერხებს "ბარსა" ასე კარგად თამაშს: " ჩვენ ისე ვთამაშობთ, როგორც ვარჯიშის დროს. ჩვენ დისციპლინა გვაქვს და გვყავს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც გამოფხიზლების საშუალებას არ გვაძლევს. ფაქტიურად ჩვენ არ გვაქვს რაიმე რეცეპტი, ჩვენ ვშრომობთ და ამით ვაღწევთ ყველაფერს," განუცხადა პიკემ უეფას ოფიციალურ საიტს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV