ჟერარ პიკე: გასულ სეზონში "ლივერპულთან" მარცხი დამატებითი მოტივაციაა

ჟერარ პიკე: გასულ სეზონში "ლივერპულთან" მარცხი დამატებითი მოტივაციაა

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ მომავალ სეზონზე ისაუბრა.

"ეს ჩემი მე-12 სეზონი იქნება "ბარსელონას" მაისურით. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდი დროა, თუმცა ყოველ წელს ახალი მოტივაცია უნდა იპოვო და ტიტულების მოგებისთვის უნდა იბრძოლო. ვფიქრობ, "ლივერპულთან" მარცხი დამატებითი მოტივაცია იქნება იმიტომ, რომ ზედიზედ ორი წელია, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ."

"დიახ, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი რთული სეზონი იქნება, თუმცა ყველაფრის მოგებას შევეცდებით."

"ლა ლიგა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია, რომელიც ბოლო 11 გათამაშებიდან 8-ჯერ მოვიგეთ - ეს მეტ დაფასებას იმსახურებს. ამას შესაბამისად ვერ აფასებენ, რადგან "ბარსელონა" ყველა დანარჩენ გუნდს აღემატება და ტურნირს 15-20 ქულით ვიგებთ." - ციტირებს ჟერარ პიკეს სიტყვებს Football Espana.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    DebruyneDebruyne
    სტუმარი [?]
    #5 10 აგვისტო 2019 21:03
    0
    Roma da liverpultan ""codvis"" anazgaurebis ertaderri shansia --umagles doneze cahatreba mteli sezonis(gansakutrebit mnishvnelovan tamashebis) da rac mtavaria lamazi frxburti da sabolood titulebi(rogorc minimum liga da la liga . Tu tripleti iqnba sul uketesi. Aserom mag motivaciit saqmes unda mixedoot
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 აგვისტო 2019 18:35
    2
    რომასთან წაგებაც მოტივაცია უნდა ყოფილიყო თქვენთვის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ķaxibarcelona
    სტუმარი [?]
    #3 10 აგვისტო 2019 17:42
    1
    რომა არ გეყოთ მოტივაციისთვია?ატრაკებ და გიხარია რა 😕😕😕
    levin13
    სტუმარი [?]
    #2 10 აგვისტო 2019 13:26
    6
    ყველა დანარჩენ გუნდ აღემატება და 15-20 ქულით ვიგებთო :დდდ აუ რა მიასხა ეგრეთწოდებულ "სამეფო" კლუბს :დდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 აგვისტო 2019 13:03
    8
    კარგი ნუღა მახსენებ! წელს ვინ უნდა წაგკუზოთ მეტი მოტივაციისთვის?