ლა ლიგა სერია A-ს პირველი თამაში "ბარსელონამ" მოიგო

ლა ლიგა სერია A-ს პირველი თამაში "ბარსელონამ" მოიგო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგა სერია A-ს თასის პირველი თამაში, რომელშიც ესპანეთის ჩემპიონმა, "ბარსელონამ" იტალიის ვიცე ჩემპიონი, "ნაპოლი" 2:1 დაამარცხა.

თამაში სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ 3 გამოიყენეს.

ანგარიში 38-ე წუთზე სერხიო ბუსკეტსმა გახსნა. 4 წუთში, სამუელ უმტიტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. გამარჯვების გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა, რომელმაც 79-ე წუთზე ჩვეულად გაისროლა.

გუნდები განმეორებით მატჩში ერთმანეთს 10 აგვისტოს, თბილისის დროით 01:00 საათზე (თბილისის დროით უკვე 11 აგვისტო) დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 8 აგვისტო 2019 09:24
    5
    ციტატა: azulgerana
    რაკიტიჩი რომ არა მეორე გოლის გამტანი იქ არავინ იყო...ამას უნდა ხედავდეს ზოგიერთი

    მეც მაგას არ ვამბობ? კარგს რო აკეთებს ზოგიერთი ვერ ხედავს:))
    CuLe ♥
    სტუმარი [?]
    #2 8 აგვისტო 2019 06:46
    6
    მეორე გუნდმა კარგი შტაბეჭდილება დატოვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 აგვისტო 2019 05:38
    13
    მეორე იგრაში არტური დე იონგი პუჩის ტრიოს ველოდები ცენტრში და გრიზმანი სუარესი დემბელეს ტრისო შეტევაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued