სერჟიო ბუსკეტსის ზუსტმა დარტყმამ "ბარსელონა" დააწინაურა [VIDEO]
- 8-08-2019, 04:25
-
Writer
- 2
![სერჟიო ბუსკეტსის ზუსტმა დარტყმამ "ბარსელონა" დააწინაურა [VIDEO] სერჟიო ბუსკეტსის ზუსტმა დარტყმამ "ბარსელონა" დააწინაურა [VIDEO]](/uploads/posts/2019-08/1565223956_i.jpg)
ამ წუთებში, მაიამიში, ლა ლიგა სერია A-ს თასის ეგიდით, "ნაპოლისა" და "ბარსელონას" ამხანაგური თამაში მიმდინარეობს.
"ჰარდ როკ სთედიუმზე" მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში კატალონიელებმა გახსნეს. მატჩის 38-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით, სერჟიო ბუსკეტსმა ეფექტური გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა საყრდენმა ნახევარმცველმა თავი 2017 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოიჩინა.
"ბარსელონას" გულშემატკივრების სიხარული ხანმოკლე გამოდგა - 4 წუთში სამუელ უმტიტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]