გასახდელში "ფოტოგრაფმა" "მეფე" დააფიქსირა

  • 6-01-2011, 18:21
  • გასახდელში "ფოტოგრაფმა" "მეფე" დააფიქსირა

    სამშაბათს, 6 იანვარს ხერარდ პიკემ მის თანაგუნდელს, ერიკ აბიდალს ხელში "სპორტის" გაზეთით სურათი გადაუღო.
     სურათი "ბარსელონას" გასახდელში იქნა გადაღებული, ბილბაოს "ატლეტიკთან" "კოპა დელ რეის" განმეორებითი მატჩის მეორე დღეს, რომლის შემდეგაც ერიკ აბიდალი მეფედ შერაცხეს.

     პიკემ ეს სურათი მობილური ტელეფონით გადაიღო და მალევე იგივე სურათი ესპანელი მცველის "თვითერის" ვებ-გვერდზე გამოჩნდა, ხოლო კომენტარში ესპანელმა მცველმა ასეთი რამ დაწერა: "Abidaltasar !!!!!!", რაც ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება - მეფე აბიდალი.

     სურათში ფრანგ მცველს ასევე თავზე ახურავს ოქროს გვირგვინი, ხოლო მის უკან, მისივე კარადაზე მიკრულია "სპორტის" პოსტერი. სავარაუდოდ, ეს სარკაზმებიც "ფოტოგრაფის" ნახელავი უნდა იყოს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV