ვარჯიში განახლდა

ვარჯიში განახლდა

"ატლეტიკთან" მატჩის შემდეგ "ბარსელონამ" ვარჯიში განაახლა.

გვარდიოლას შეგირდებმა დღეს ვარჯიში "სიუდად ესპორტივაზე" განაახლეს. ვარჯიში ორ ნაწილად დაიყო, ერთი ვინც მონაწილეობა მიიღო და მეორე ვინც არ მიიღო. პირველ მათგანში 12 ფეხბურთლი იყო, ხოლო მეორეში 10. გუშინ ვინც მატჩში სრულფასოვნად დაიხარჯა ისინი აღდგენით ვარჯიშებს აკეთებდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი კი სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. იმ 10 ფეხბურთელს შორის იყო "ბარსა ატლეტიკის" ორი ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა და ხორდი მასპი. 

აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა მაქსველიც, რომელმაც გუშინდელი თამაში გამოტოვა, ასევე არ იმყოფებოდა რამდენიმე მოსამზადებელ ვარჯიშზე, რომელიც თამაშამდე ტარდება ხოლმე. ვარჯიშს კატალონიელები ხვალ ადგილობრივი დროით 11 საათზე განაახლებენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.