ბარსელონა-არსენალი 2:1 - ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ

ბარსელონა-არსენალი 2:1 - ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, "არსენალთან" გუშინ გამართული თამაშის (2:1) შემდეგ არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"დე იონგი და გრიზმანი ბევრ რამეს შეგვმატებენ. თუმცა, მათ უნდა მოუმატონ.

ჟუნიორ ფირპო ძლიერი, სწრაფი და ახალგაზრდაა. მას შეუძლია ჟორდი ალბას დაეხმაროს. ის აწმყოსა და მომავლის ფეხბურთელია.

"არსენალი" კონტრშეტევებზე თამაშობდა და შეტევებს ობამეიანგზე აგებდა.

პოზიტივი დღევანდელი თამაშიდან? ვნახე, რომ სუარესი მომართულია, დე იონგს უნდა ბურთმა იმოძრაოს, ახალგაზრდები...

გრიზმანს თამაში შეტევის 3 პოზიციაზე შეუძლია. ის ძალიან მრავალმხრივია და ამ ფეხბურთელს სხვადასხვა პოზიციაზე გამოვიყენებთ.

რიკი პუჩს პირველ გუნდში არ დავაწინაურებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მას "ბარსა ბ"-ში თამაში აღარა შეეძლება. ვფიქრობთ, რომ მას "ბარსა ბ"-ში პროგრესის გაგრძელება შეუძლია, პირველ გუნდში კი მოგვიანებით დაწინაურდება. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ამ სეზონში ფეხბურთელი პირველ გუნდშიც ითამაშებს.

ვაგე სიღრმიდან უტევს. მას ბურთის კარგი მიღება აქვს. ამ ფეხბურთელს შეუძლია სემედუს კონკურენცია გაუწიოს.

სერჟი რობერტო ნახევარმცველია. როგორც მახსოვს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე პირველად მან "სან მამესზე", დანი ალვესის ტრავმის გამო ითამაშა. ის მოედნის ცენტრში ძალიან კარგად მოქმედებს.

მესის ახალი არაფერი უთქვამს. ჩვენ ყველაფრის მოგება გვინდა.

დე იონგი ძალიან ცნობისმოყვარეა. მას ყოველთვის უნდა განვითარება და ის საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნია.

ვიდალის მომავალი? ვნახოთ. ის მებრძოლია და გასულ სეზონში ძალიან დაგვეხმარა. გუნდში დიდი კონკურენციაა, მაგრამ საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა ყველას უნდა.

31 აგვისტომდე გადაწყვეტილი არაფერია. სიმართლეა, რომ ნახევარდაცვაში ბევრი ფეხბურთელი გვყავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამჟამად არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ მატება ან გამოგვაკლდება თუ არა ვინმე.

ტურნე აშშ-ში? სიმართლეა, რომ ხანგრძლივი მგზავრობა მომზადებაში არ გვეხმარება, მაგრამ ეს კლუბის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს El Chiringuito.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    საიტის ლეგენდა  [?]
    6 აგვისტო 2019 05:23
    0
    მეც მასე ვფიქრობ რო გრიზმანმა შეტევაში ყველგან უნდა იმოძრაოს
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    Culé [?]
    5 აგვისტო 2019 15:43
    2
    ასე ზუსტად და საინტერესოდ ამას არასდროს უსაუბრია
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    ფანი [?]
    5 აგვისტო 2019 15:21
    1
    ბევრი ნახ.მცველია გუნდში.ბუსკეცი არტური დე იონგი რაკიტიჩი ვიდალი ალენია რობერტო.ვფიქრობ რაკიტიჩი ვიდალიდან ერთ-ერთი უნდა წავიდეს და რომელიც დარჩება იმანაც ბუსკეცის შემცვლელობა უნდა იკისროს.
    დე იონგი ბუსკეცი არტური ეს ძირითადი ნახ დაცვა იქნება იმედია.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    5 აგვისტო 2019 13:52
    8
    დემბელე გაყიდეთ!!!!მაგარი უტვინო ბიჭია.ორი წელი ჩვენთანაა და ყველა თამაში მგონია რომ ეხლა რაგაცას მაჩვენებს და აზრს შემაცვლევინებს))) ბურთი ფეხებში ებლანდება სისწრაფე აქვს და ვერც იმას ვერ იყენებს.
    ფანი [?]
    5 აგვისტო 2019 13:40
    2
    ციტატა: philipe coutinho
    რაგინდათ სწორად იბაზრა მთავარია შეასრულოს რაც თქვა ახლა

    Ra ibazra sworad grizmans ramodenime poziciaze vatamashebo? Coutiniosavit upirebs mgoni es gamoqatamebuli
    ფანი [?]
    5 აგვისტო 2019 13:12
    0
    ტერ შტეგენი
    პიკე უმტიტი
    სემედო ალბა
    ბუსკეცი
    რაკიტიჩი დეიონგი
    მესი
    გრიზმანი სუარეზი

    ზამენაზე-ნეტო
    ვაგე
    ტოდიბო
    ლენგლე (ხშირად)
    ფირპო (ხშირად)
    რობერტო (ხშირად)
    ალენია
    პუჩი
    არტური (ხშირად)
    ვიდალი (ხშირად)
    დემბელე (ხშირად)
    პერესი
    აბელ რუისი
    ფანი [?]
    5 აგვისტო 2019 13:03
    2
    რაგინდათ სწორად იბაზრა მთავარია შეასრულოს რაც თქვა ახლა
    --------------------
    Forca Barca!!!