"ბარსა" ნასრით დაინტერესდა

"ბარსა" ნასრით დაინტერესდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგესაი, როგორც ჩანს არ არის ერთადერთი მოთამაშე ლონდონის "არსენალიდან", რომლითაც კატალონიის "ბარსელონა" არის დაინტერესებული. ამ დღეებში, "ბლაუგრანადან" რამდენიმე ზარი განხორციელდა ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის, სამირ ნასრისადმი.

"მეთოფეთა" ნახევარმცველს თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლის 23 ივნისს ეწურება. ნასრიმ ამ სეზონში 13-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება და იგი "არსენალის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება. მის მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს არ სურს ნასრის გუნდიდან წასვლა, მაგრამ სხვადასხვა ჭორების მიხედვით, ნახევარმცველს სურვილი აქვს სხვა კლუბში გადასვლის. მოთამაშის აგენტის, ჟან პიერ ბერნესის თქმით, ნასრი მოხარული იქნება, თუ "ბარსელონადან" რაიმე შემოთავაზებას მიიღებს. 

"ამჟამად ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტთან დაკვშირებით. ხოლო ამის შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა სამირ ნასრი თავის კარიერას ინგლისში."-განაცხადა აგენტმა.

"Telegraph" იტყობინება, რომ ინგლისური კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ფრანგი ფეხბურთელი შეინარჩუნოს და ხელმძღვანელობა მზად არის, რომ მას კვირაში 75.000 ფუნტი გადაუხადოს, რა წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გამოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.