რონალდინიოს პასპორტი ჩამოართვეს

რონალდინიოს პასპორტი ჩამოართვეს

"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელ რონალდინიოს ბრაზილიის საზღვრების დატოვება აეკრძალა. მთავრობამ მას პასპორტი ჩამოართვა მიზეზი კი ჯარიმებისა და გადასახადების გადაუხდელობაა.

როგორც Diario AS იტობინება, რონალდინიოს საკუთრებაში მყოფი 57 ობიექტი ჩამოართვეს და მას სახელმწიფოსადმი 2 მილიონი ევრო ვალი აქვს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რონალდინიო სახელმწიფომ 2.2 მილიონი ევროთი დააჯარიმა პორტუ ალეგრიში საკუთარი ტბის სახლთან უკანანო ტალღათმჭერის აშენებისთვის. გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო ჯარიმა ცალკე 1.8 მილიონი ევროა. გარდა ამისა, ფეხბურთელს სხვადასხვა სახის დავალიანებებიც დაუგროვდა.

ბრაზილიის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაგროვილ დავალიანებათა ოდენობა 184 ათას ევროს აღწევს. სწორედ ამიტომ, სასამართლომ გადაწყვიტა რონალდინიოსთვის ორივე, ბრაზილიური და ესპანური პასპორტები ჩამოერთმია. ფეხბურთელი ესპანური პასპორტის დაბრუნებას ითხოვს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 აგვისტო 2019 18:16
    1
    აუ სულ გაუბერამ ამან რაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    NS50
    სტუმარი [?]
    #2 3 აგვისტო 2019 15:58
    2
    Zustad aseti gamoxtomebis gamo daingria kariera
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 აგვისტო 2019 15:10
    2
    რა ტალღათმჭერი მოგინდა ტბა მასე აღელვდება რო ტალღა მჭერი აუგო