ოფიციალურად: დანი ალვესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება

"ბარსელონას" ლეგენდარული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი კატალონიურ კლუბში არ დაბრუნდება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 36 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი ბრაზილიურ "სან პაულუსთან" გააფორმა.
ალვესმა "პარი სენ-ჟერმენი" გასული სეზონის ბოლოს დატოვა. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდოდა, მაგრამ კატალონიელთა უარის გამო, მისი დამატების ყველაზე დიდი შანსი "მანჩესტერ სიტის" ჰქონდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "ბარსას" ლეგენდამ კონტრაქტი "სან პაულუსთან" გააფორმა.
დანი ალვესი "ბარსელონაში" 2008-2016 წლებში ბრწყინავდა. კატალონიელთა მაისურით მან 391 თამაში ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 23 ტიტული მოიგო. ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]