"მანჩესტერი" უმტიტის არ ეშვება

"მანჩესტერი" უმტიტის არ ეშვება

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველით, სამუელ უმტიტით ისევ ინტერესდება. ამ ინფორმაციას Le10Sport ავრცელებს.

ფრანგული წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" მსოფლიოს ჩემპიონში 50 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან, თუმცა "ბლაუგრანა" ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, "მანჩესტერი" 25 წლის უკანახაზელის კანდიდატურას "ლესტერ სიტის" მცველის, ჰარი მაგუაირის ალტერნატივად განიხილავს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უმტიტის "წითელ ეშმაკებში" შესაძლო ტრანსფერზე გავლენა, შესაძლოა, ერიკ ბაიის ხანგრძლივმა უქმობამ მოახდინოს.

სამუელ უმტიტიმ, რომელსაც კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ლა ლიგის გასულ სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 ივლისი 2019 20:37
    2
    ტყუილა წვალობენ არსად არ მიდის უმტო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 ივლისი 2019 16:53
    2
    უმტიტის თავი დაანებეთ სირებოო ! ტრავმასაც მოიშუშებს (ეგ დემბელე არ არის ტვინი აქვს თავში !) ფორმასაც დაიბრუნებს და ითამაშებს უმაღლეს დონეზე !
    Culé [?]
    #3 31 ივლისი 2019 11:56
    5
    კიდევ ვიტყვი, ამის ტრავმა რო არა ვან დეიკს კაცი შვილი არ გაიხსენებდა, ეს რო თამაშობდა ესე მეგონა ორი იყო, ყველას და ყველაფერს ეფარებოდა
    PIQUE 3
    სტუმარი [?]
    #2 31 ივლისი 2019 10:59
    5
    მაგუარის აფასებენ 90 მილიონად და უმტიტი 60?!😂😂ამან თუ ტრამვა არმიიღო გავკარი დელიხტსაც,კულიბალისაც და მაგუაირსაც
    Basi
    სტუმარი [?]
    #1 31 ივლისი 2019 10:45
    6
    ამათ იქხოარაქვთ
    რა 60 მილიონიი
    თუუ ვინმეს უნდა 100 დააფასეტ თქვე გნიდებო
    ვინმოგყავთ წესიერიი მცველიი სხვაა