"ევერტონმა" მალკომისთვის 40 მილიონი გაამზადა

"ევერტონმა" მალკომისთვის 40 მილიონი გაამზადა

რუსულ "ზენიტს" "ბარსელონას" 22 წლის ბრაზილიელი შემტევისთვის, მალკომისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა. საუბარი მერსისაიდის "ევერტონზეა".

კატალონიური Sport-ის ცნობით, მალკომით "ევერტონი" დაინტერესდა. ინგლისელებმა "ბლაუგრანას" ახალგაზრდა თავდამსხმელში 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, მოლაპარაკებების შემთხვევაში კი, შესაძლოა, თანხა გაიზარდოს.

"ბარსელონას" სურს მალკომი "ზენიტის" გარდა სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებში დაარწმუნოს. ბოლო ცნობებით, რუსებმა ბრაზილიელთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და მზად არიან კატალონიურ კლუბს 39 მილიონი ევრო და გარკვეული ბონუსები გადაუხადონ.

მალკომმა ლა ლიგის გასულ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 31 ივლისი 2019 16:29
    0
    ციტატა: kluivert
    ზენიტი არა კრილია სოვეტოვი, ხო არ ღადაობთ. ინგლისის ყველა ჟანგიანი თასი ჟობია რუსეთის ლიგას. ევერტონი ძაან მესიმპატიურება და მე მაგრად გამიხარდება თუ გადავა.

    შენ გესიმპატიურება და კაცს ლიგაზე უნდა ყომარი

    ციტატა: kluivert
    ზენიტი არა კრილია სოვეტოვი, ხო არ ღადაობთ. ინგლისის ყველა ჟანგიანი თასი ჟობია რუსეთის ლიგას. ევერტონი ძაან მესიმპატიურება და მე მაგრად გამიხარდება თუ გადავა.

    აირჩევს ჩვენს სიმპატიებს როგორ გგონია?
    გულშემატკივარი [?]
    #5 31 ივლისი 2019 12:32
    2
    ზენიტი არა კრილია სოვეტოვი, ხო არ ღადაობთ. ინგლისის ყველა ჟანგიანი თასი ჟობია რუსეთის ლიგას. ევერტონი ძაან მესიმპატიურება და მე მაგრად გამიხარდება თუ გადავა.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 31 ივლისი 2019 11:41
    0
    40 მილიონი მალკომში ძან ბევრია მალკომი ყველაზე დიდი 20 მილიომი ღირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 ივლისი 2019 10:39
    1
    მეცოდება მაინც რუსეთისთვის, სად პრემიერლიგა და სად ის საღორეთი. თან ძაან სიმპატიურ გუნდას შეიკვრენა ევერტონი, კინსაც ყიდულობს, წინ რიჩარლისონი ყავს კიდე, ესეც თუ წაიყვანეს ევროტურნირებისკენ გაიწევენ, არაა ცუდი გუნდი.
    Culé [?]
    #2 31 ივლისი 2019 04:28
    1
    ზენიტში ის უნდა რომ ლიგაზე იყომარებს და ევერტონში რა ითამაშოს დედოფლის თასი და კიდე ათასი ჟანგიანი თასიი? ცოტა გინახავთ რუსეთიდან წამოსული ევროპაში კარგი იგროკი?
    Ikks
    სტუმარი [?]
    #1 31 ივლისი 2019 03:27
    0
    თუ მაინც უშვებენ იდეალური ვარიანტია ევერტონი, იპოვის იქ თავის თავს აუცილებლად. რა უნდა ზენიტში ახალგაზრდა ბიჭს :|