პიკე: ”საუკეთესო წინ გველის”

”ბარსელონას” ცენტრალურ მცველს უფრო და უფრო მეტი ტიტულების მოგება სურს.
უნდა შეგახსენოთ, რომ 23 წლის ფეხბურთელს უკვე ბევრი ტიტული დაუგროვდა, თუმცა ის თვლის, რომ ”მე ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი ფეხბურთში”.
”ყოველ სეზონში არის შეკითხვები მოტივაციასთან დაკავშირებით” - აღიარებს პიკე ”UEFA”-ს საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში. ”მე ყოველთვის ვფოქრობ - მე ხომ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი საუკეთესო წინ მელის”.
ასევე ხერარდმა განაცხადა, რომ ”ბარსელონას” წარმატების არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ”რთული სამუშაო, დისციპლინა, ჩვენი მწვრთნელი. პეპი გვაიძულებს ყველა მატჩს ისე მივუდგეთ, როგორც გადამწყვეტ ბრძოლას უშუალო კონკურენტთან. ჩვენ თამაშის საკუთარი სტილი გვაქვს და გვჯერა იმ საქმის, რასაც ვაკეთებთ”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]