"ბილბაოსთან" მატჩის თარიღი და დრო შეიცვალა

"ბილბაოსთან" მატჩის თარიღი და დრო შეიცვალა

ესპანეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი 3 კვირაში იწყება, თუმცა ლა ლიგის წარმომადგენლებსა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) შორის მომხდარმა კონფლიქტმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, "ბარსელონას" პირველი თამაშის თარიღსა და დროზე გავლენა მოახდინა.

დაანონსებული იყო, რომ "ბარსა" "ბილბაოსთან" ლა ლიგის პირველ თამაშს 16 აგვისტოს, 23:00 საათზე გამართავდა, თუმცა დღეს შეხვედრის თარიღი და დრო შეიცვალა. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ესპანეთის ლიგაში მატჩების მხოლოდ შაბათსა და კვირას ჩატარებას ითხოვს, რაც ორშაბათი და პარასკევი სათამაშო დღეების გაუქმებას ნიშნავს.

სწორედ ამიტომ "ბარსელონა" "ბილბაოსთან" ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას შაბათს, 17 აგვისტოს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გამართავს. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიცალურად ადასტურებენ.

ცნობილია, რომ ლა ლიგის წარმომადგენლები თავიანთი პოზიციის დაცვასა და ორშაბათი და პარასკევი სათამაშო დღეების შენარჩუნებას აპირებენ. ისინი ფეხბურთის ფედერაციას უკანონო "შეტევაში" ადანაშაულებენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 26 ივლისი 2019 23:26
    2
    არადა რამდენი წერდა ფეისბუქზე დაიწყო ბარსას ჩაგვრაო პარასკევს ჩაგვინიშნეს თამაშიო. გადაიფიქრეს ალბათ ჩაგვრა დდ.
    Culé [?]
    #4 26 ივლისი 2019 22:03
    0
    ბევრი ადამიანია კონკრეტული ფეხბურთელის ფანი და გუნდი სულ კიდიათ მარა ეგ არც ფანობაში წერია და არც გულშემატკივარობაში ეგ რაღაც უაზრობაა
    როგორც პეპ გვარდიოლამ თქვა "ბარსელონა მეტია ვიდრე გუნდი"
    გუნდზე დიდი არავინაა
    Culé [?]
    #3 26 ივლისი 2019 19:40
    1
    მე ვიცი რო მაგას ვერ გავაკეთებ, მინდოდა თქმა მარა კიდე კაი დავსტოპე
    უეფადრიდი
    სტუმარი [?]
    #2 26 ივლისი 2019 18:48
    5
    jack slater

    ვალვერდე არავის გვიყვარს და ცხელ გულზე ყველას გვაქვს ნათქვამი ეგ, მაგრამ ჩვენ ბარსელონას ფანები ვართ და გუნდს ბოლომდე უნდა დავუდგეთ გვერდში. ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ბარსა, ჩვენთვის არაფერს ცვლის. ესაა ნამდვილი ფანობა :) და კიდევ იმ ვითომფანებს მივმართავ მესის წასვლის შემდეგ ბარსას ფანობას რო თავს ანებებენ.
    Culé [?]
    #1 26 ივლისი 2019 18:13
    3
    ციტატა: jack slater
    მკიდია.სანამ ვალვერდე იქნება მანამდე ბარსას თამაშებს არ ვუყურებ.7 მაისს დავიგინე.

    ნანობ ?😄😄