დაუვიწყარი ფეხბურთელები (ნაწილი II)

დაუვიწყარი ფეხბურთელები (ნაწილი II)

გრძელდება ლეგენდების გახსენება. როგორც უკვე იცით ასეთი სახის სტატიები არის ფეხბურთელებზე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ სასწაულებს ახდენდნენ და ახლა ასაკის გამო უფრო "დაბალხარისხოვან" კლუბებში თამაშობენ. "ბარსელონას" ლეგენდებზე პირველ ნაწილში გესაუბრეთ, ახლა კი მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაუროთ.

 

ანდრეი შევჩენკო

უკრაინელი გოლეადორის კარიერა მეტად საინტერესო გამოდგა. მას უამრავი ტიტული აქვს მოგებული, საკლუბოც და პირადიც–ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დაჩემპიონატის ისტორიაში მესამე გოლების რაოდენობით; ოქროს ბურთის მფლობელი და რეკორდსმენი უკრაინის ნაკრებში, როგორც მატჩების რაოდენობით, ისე გატანილი გოლებით. შევჩენკოს კარიერამ პიკს მიაღწია "მილანში". იგი იყო ბრწყინვალე და მოახერხა და გახდა მეორე ადგილოსანი "როსონერის" ისტორიაში გატანილი გოლების მიხედვით. "შევამ" კიევის "დინამოში" დაიწყო. იგი მილანელებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მან ჰეთ–თრიკი შეუსრულა "ბარსელონას" (იგი იყო პირველი და ერთადერთი უკრაინელი ვინც ამის გაკეთება შეძლო). 1999 წელს გადაბარგდა იტალიაში და პირველივე სეზონში გახდა სერია ა–ს ბომბარდირი. მისი კარიერა ბრწყინვალედ აეწყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა. 2006 წელს უკრაინის ნაკრებმა მოახერხა და გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. შევამ იქ თავი ვერაფრით გამოიჩინა. 2007 წლის სეზონი მან ლონდონის "ჩელსის" მაისურში დაიწყო იმის იმედად, რომ მოახერხებდა ჩვეულ რიტმში ჩადგომას, თუმცა ამაოდ. გაწბილებული "მკვლელი" 2008–ში "მილანში" დაბრუნდა. მან სეზონის უმეტესი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ამის შემდეგ განვლო ერთმა წელმა და ანდრეი საბოლოოდ მიხვდა, რომ მისი დრო წავიდა. იგი დაბრუნდა "დინამოში". ვალერი გაზაევმა კაპიტნის სამკლაური მას გადასცა. "შევამ" განაცხადა, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

 

რობერტო კარლოსი

იგი მადრიდის "რეალის" ნამდვილი ლეგენდაა. მან 11 წლის განმავლობაში ატარა სამეფო კლუბის მაისური. კარლოსი "თეთრებთან" ერთად 4–ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 3–ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება. რაც შეეხება ნაკრებს, მან ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის თასი აღმართა. რობერტომ "რეალში" სულ 584 შეხვედრა გამართა და მოახერხა 71 გოლის გატანა, რაც მცველის კვალობაზე მართლაც რომ ბრწყინვალე შედეგია. იგი მადრიდელთა სიმბოლოდ იქცა. 2007 წელს "ჩელსის" და "ინტერს" სურდა კარლოსის ყიდვა, თუმცა ბრაზილიელმა ორივეს უარი განუცხადა და გადაბარგდა თურქულ "ფენერბახჩეში". იმ დროისათვის "რეალიდან" ახალი წასულები იყვნენ რონალდო, ზიდანი და ფიგუ. სამი წლის შემდეგ რობი სამშობლოს დაუბრუნდა და ახლა "კორინთიანსის" ღირსებას იცავს თავის მეგობარ რონალდოსთან ერთად. სულ რამდენიმე ხნის წინ კარლოსმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს და ოცნებობს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე.

გაგრძელება იქნება...

პ.ს. ვიცი ბევრი ითხოვდა ამგვარ სტატიას რონალდინიოზე, თუმცა როგორც ზევით მოგახსენეთ აქ ნაჩვენებია ფეხბურთელები, რომლებიც ასაკის გამო შედარებით სუსტ კლუბებში თამაშობენ, რონალდინიო კი "მილანში" თამაშობს და რა თქმა უნდა დამეთანხმებით, რომ "როსონერი" ამდროისათვის ერთ–ერთი საუკეთესოა. სწორედ ამიტომ არ მივეცი ჩემს თავს უფლება და არ დავწერე გაუჩოს მოკლე ბიოგრაფია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.