პრიორიტეტები განსაზღვრულია

პრიორიტეტები განსაზღვრულია

სამეფო თასის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩი, ”ნოუ კამპზე” ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. ”ატლეტიკის” ფანებმა უკვე დაივიწყეს პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, ”დეპორტივოსთან” მარცხი და ისინი თასის 1/4 ფინალში გასვლის მოლოდინში არიან. ”ბარსელონა” და”ატლეტიკი” სამეფო თასზე ერთმანეთს 19-ჯერ შეხვდნენ (ამ 1/8 ფინალური შეხვედრის გამოკლებით). 6-ჯერ ისინი ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. ანგარიში აქ 4-2 ”ბარსელონას” სასარგებლოდაა. საერთო ჯამში სამეფო თასი ამ გუნდებმა ჯამში 48-ჯერ მოიგეს. აქედან კატალონიელებმა 25-ჯერ იზეიმეს გამარჯვება, ხოლო ბასკებმა 23-ჯერ.

1/8 ფინალში გუნდები 3-ჯერ შეხვდნენ. 1970/71 წლის სეზონში ”ბარსამ” ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო, ხოლო 1989/90 სეზონში 2:0. ორივე შემთხვევაში ”ბარსელონამ” შეძლო ფინალში გასვლა და გამარჯვება. 1945/46 წლის სეზონში გამარჯვება ბასკებს დარჩათ. მათ მოახერხეს ფინალში გასვლა და გამარჯვება.

უკანასკნელი სათასო შეხვედრა, ფინალური მატჩი 2009 წლის მაისში, ვალენსიაში შედგა. ერთ-ერთი იმ 6 ტიტულიდან, რომელიც ”ბარსამ” იმ სეზონში მოიგო იყო სამეფო თასი. 2009 წლის 13 მაისს, ”მესტალიაზე” ”ატლეტიკი” 4:1 დამარცხდა.

დღეს ღამით ”სან მამესის” სტადიონზე გუნდების საბრძოლო შემადგენლობებს ვიხილავთ და ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. სავარაუდოდ დღეს შედგება იბრაჰიმ აფელაის დებიუტი ”ბარსელონაში”. ვნახოთ, თუ როგორ გაუმკლავდება მაროკოელი ”ფორთოხალი” ამ დავალებას. Visca Barca! Visca Afellay!

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.