"ბარსელონამ" სეზონი "ჩელსისთან" მარცხით დაიწყო

  • 23-07-2019, 16:31
  • WinGs
  • 6
"ბარსელონამ" სეზონი "ჩელსისთან" მარცხით დაიწყო

ოფიციალური სეზონისთვის მოსამზადებელ ამხანაგურ მატჩებს "ბარსელონა" იაპონიაში მართავს. კატალონიური გუნდი "საიტამა სთედიუმზე" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდა. 

"ბარსა" აზიაში ლიონელ მესის გარეშე იმყოფება, რაც დღევანდელ თამაშს ძალიან დაეტყო. 

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი კომპონენტების უმეტესობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მათ მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა - 34-ე წუთზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ტამი ებრემის დარტყმა ვერ მოიგერია. 

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე როს ბარკლიმ "ჩელსის" უპირატესობა ორამდე გაზარდა, დამატებულ დროში კი ივან რაკიტიჩმა საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით სხვაობა შეამცირა. 

შეხვედრაში "ბარსელონას" სამივე ახალწვეულის დებიუტი შედგა - ანტუან გრიზმანი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა. ფრენკი დე იონგი და ნეტუ მოედანზე შესვენების შემდეგ გავიდნენ. 

მომდევნო ამხანაგურ მატჩს "ბარსა" "ვისელ კობეს" წინააღმდეგ, 27 ივლისს გამართავს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #6 23 ივლისი 2019 19:53
    1
    ასეთი მკვდარ-ცოცხალი ბარსა იქნება მთელი სეზონი...ვალიკო შენი და შენი მომყვანის დედა მოიკითხა მიხოს ვირმა...მააშ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 ივლისი 2019 16:51
    4
    ციტატა: Zizou...
    ფარჩაკლონას დასაწყისი, სლეიონგებით და ლუზერმანებით აბა რისი იმედი გქონდათ? დდ

    ვაი სე უბედურო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ივლისი 2019 16:44
    5
    ამხანაგური იგრა იყო ასე რომ წაგება მოგება მკიდია სამაგიეროდ კარგად დავინახე ვინ უნდა დაახვიოს გუნდიდან და ვინ არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 23 ივლისი 2019 16:41
    11
    არ იზამს ვალიკო თორე მალკომს უნდა მიეცეს დემბელეზე მეტი შანსი.

    წევრი [?]
    #2 23 ივლისი 2019 16:36
    6
    უყურეთ ვინმემ თამაშსს?
    #valverdeout
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ივლისი 2019 16:36
    21
    მოკლედ,ალენია ისევ ისეთი დოდოა, დემბელე ისევ ისეთი დოდოა, ლა მასიას ახალგაზრდები კაპიკად არ ვარგენან (რიკი პუჩს არ ვგულისხმობ) და რაფინიას გაყიდვა დიდი შეცდომა იქნება მაშIნ როცა ალენიას ტოვებენ