კრუიფი: "მესი განსხვავდება რონალდუსაგან"

კრუიფი: "მესი განსხვავდება რონალდუსაგან"

მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ იოჰან კრუიფმა, "france football"  –თან ინტერვიუში შეადარა თანამედროების ორი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრისტიანუ რონალდუ. 

"მესი თუ რონალდუ, რონალდუ თუ მესი. ეს კითხვა ყველა ადამიანს აინტერესებს, იმისდა მიუხედავად იგი ერკვევა თუ არა ფეხბურთში. მინდა ერთ რამეს გაუსვა ხაზი და აღვნიშნო, რომ მესის აქვს ერთი ისეთი განსაკუთრებული თვისება, რომელიც რონალდუს არ გააჩნია. არგენტინელს სწრაფად შეუძლია გადაეწყოს ისე, როგორც გუნდს სჭირდება, ანუ ითამაშოს და შეითავსოს ის პოზიცია, რომელიც გუნდისთვის უფრო მომგებიანია. არაერთხელ უთამაშია, მას ნახევარმცველად, ცენტრალურ თავდამსხმელად, ფლანგებზე გარემარბად ყოფნა ყველასთვის კარგად ცნობილია, ჩემი აზრით ასეთი გაკეთება სწრაფად და დინამიურად პორტუგალიელს არ შეუძლია. მე არ ვამბობ, რომ ერთი უკეთესია მეორეზე სწორედ ამ თვისებით, ეს უბრალოდ ფეხბურთელის თვისებაა" – დაასრულა კრუიფმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.