ანტუან გრიზმანი: როცა ყველაფერი გადაწყდა, მამაჩემს დავურეკე და ვიტირე
"ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ის მომენტი გაიხსენა, როდესაც გაიგო, რომ მისი კატალონიურ კლუბში ტრანსფერი დასრულებული იყო.
"როცა ყველაფერი გადაწყდა, მამაჩემს დავურეკე და სიხარულისგან ვიტირე. ამ დროს, ჩემს მეუღლესთან, მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად ვიყავი. ეს გასაოცარი მომენტი იყო."
"ვანდა მეტროპოლიტანოზე" თამაში? ვიცი, რომ დამისტვენენ. ეს ფეხბურთის ნაწილია. მათ ძალიან ვუყვარდი და როცა ასეთი ადამიანი გუნდს ტოვებს, ეს მტკივნეულია. ისეთი შეგრძნება იქნება, როგორც "სოსიედადის" წინააღმდეგ თამაშის დროს მქონდა - ადვილი არ იქნება. "ატლეტიკო" და "სოსიედადი" ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან, რადგან ამ გუნდებმა ბევრი რამ მომცეს."
"აქ თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან კარგად. ახალი გამოწვევების მიღება მინდოდა. სიმართლე ისაა, რომ გუნდის გასახდელმა ძალიან კარგად მიმიღო: მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და ექიმებმა. ამ მომენტისათვის სიამოვნებას ვიღებ და იმედი მაქვს, რომ თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მომემატება." - ციტირებს ანტუან გრიზმანის სიტყვებს Mundo Deportivo.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]