ლაუტარო მარტინესის აგენტი: თუ მესის ლაუტაროსთან თამაში უნდა...

  • 13-07-2019, 19:01
  • ლაუტარო მარტინესის აგენტი: თუ მესის ლაუტაროსთან თამაში უნდა...

    რამდენიმე დღის წინ, არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის აგენტმა მისი კლიენტისადმი "ბარსელონას" ინტერესი დაადასტურა. თუმცა, დღეს, მან განაცხადა, რომ ლაუტარო "ინტერის" დატოვებას არ აპირებს.

    "ლაუტარო "ინტერს" არ დატოვებს. ის მოუთმენლად ელის, როდის დაიწყებს კონტესთან მუშაობას."

    "რა თქმა უნდა, როცა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გაქებს, სასიამოვნოა. ლაუტარო ძალიან გახარებული იყო, როცა მესისგან კომპლიმენტები მოისმინა."

    "თუმცა, ამის მიუხედავად, ის "ინტერში" რჩება. ლაუტარო ამ კლუბში ბედნიერია. კონტემ მას უკვე დაურეკა."

    "ჭორები "ბარსელონას" ინტერესის შესახებ, მართალია, მაგრამ ვიმეორებ, ლაუტარო "ინტერში" რჩება. მოდით, ასე ვიტყვი - თუ მესის მარტინესთან თამაში უნდა, მას შეუძლია "ინტერში" მოვიდეს." - ციტირებს ლაუტარო მარტინესის აგენტის სიტყვებს Goal.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M S N G წევრი [?]

    13 ივლისი 2019 21:49

    იდინახლიორსუნ

    1
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    13 ივლისი 2019 20:57

    მაგრეც არ უნდა ლაუტაროსთან თამაში რომ გაგიჟდეს და ბარსა დატოვოს

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    temo24 გულშემატკივარი [?]

    13 ივლისი 2019 20:10

    მომინდომეს მესი ინტერში თუ გადმოვა გადმოვა თუ არადა მაგისთვის ვის სცალია საერთოდ ნეიმარზე მიდის ომი

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 ივლისი 2019 19:23

    კარგია იგროკია მარა როგორც წინაზე ვტკვი დასახვეწია

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV