ანტუან გრიზმანი ხელფასის შემცირებას არ დათანხმებულა

ანტუან გრიზმანი ხელფასის შემცირებას არ დათანხმებულა

რამდენიმე კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადასასვლელად ხელფასის შემცირებას დასთანხმდა, მაგრამ დღეს, Marca-მ ეს ყველაფერი უარყო.

წყაროს ცნობით, ფრანგი მხოლოდ პირველ ორ სეზონში მიიღებს 18 მილიონ ევროს, ხოლო შემდეგ, მისი ხელფასი ნელ-ნელა გაიზრდება - მესამე სეზონი - 21 მილიონი ევრო, მეოთხე სეზონი - 23 მილიონი ევრო, მეხუთე სეზონი - 25 მილიონი ევრო, რაც ჯამში 105 მილიონი ევრო გამოდის. ფრანგი ფეხბურთელი ზუსტად 21 მილიონ ევროს იღებდა "ატლეტიკოშიც" (105/5=21).

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" უკვე შეათანხმა გრიზმანთან 5 წლიანი კონტრაქტის პირობები. ერთ-ერთი ყველაზე სანდო ფრანგული წყაროს, L'Equipe-ს ცნობით, გრიზმანის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. მისი პრეზენტაცია 11 ივლისს არის დაგეგმილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    stolskami
    სტუმარი [?]
    #7 5 ივლისი 2019 10:43
    0
    ციტატა: FloweN
    ციტატა: besobeso2477
    თავმოყვარეობა არ აქვს ამ კლუბის ხელმძღვანელობას! რაც მაგან შარშან გააკეთა ეს როგორ უნდა მოიყვანო გუნდში! დაჟე არც ნეიმაი არ უნდა მოიყვანო. სანე და რეშფორდი ამ ორის მაგივრად, ნეიმარის ფასად ორივეს მოიყვანენ და ორივეს ჯერ კიდე მომავალი წინ აქვთ!

    რეშფორდმა გაახანგრძლივა უტდ-სთან ,მაგრამ რა რეშფორდი?! :დდ მაზილაა ჩვეულებრივი! რეშფორდზე ბევრად კარგი ვერნერია და მე მაგალითად დოლბერგიც მეტად მომწონს.

    ღადაობ ხო?ანუ შენ თუ ნეიმარს და გრიზმანს გირჩევნია სანე და რეშფორდი მგონი ჯობია ფეხბურთს აღარ უყურო
    Culé [?]
    #6 4 ივლისი 2019 18:01
    4
    Romel.saukuneshi gaaopicialureben
    B A R C A
    სტუმარი [?]
    #5 4 ივლისი 2019 17:38
    3
    გაამართლოს ამ ტრანსფერმა და ჯანდაბას 105 მილიონი🙄😀
    გულშემატკივარი [?]
    #4 4 ივლისი 2019 16:24
    6
    ციტატა: besobeso2477
    თავმოყვარეობა არ აქვს ამ კლუბის ხელმძღვანელობას! რაც მაგან შარშან გააკეთა ეს როგორ უნდა მოიყვანო გუნდში! დაჟე არც ნეიმაი არ უნდა მოიყვანო. სანე და რეშფორდი ამ ორის მაგივრად, ნეიმარის ფასად ორივეს მოიყვანენ და ორივეს ჯერ კიდე მომავალი წინ აქვთ!

    რეშფორდმა გაახანგრძლივა უტდ-სთან ,მაგრამ რა რეშფორდი?! :დდ მაზილაა ჩვეულებრივი! რეშფორდზე ბევრად კარგი ვერნერია და მე მაგალითად დოლბერგიც მეტად მომწონს.
    Culé [?]
    #3 4 ივლისი 2019 16:14
    3
    თავმოყვარეობა არ აქვს ამ კლუბის ხელმძღვანელობას! რაც მაგან შარშან გააკეთა ეს როგორ უნდა მოიყვანო გუნდში! დაჟე არც ნეიმაი არ უნდა მოიყვანო. სანე და რეშფორდი ამ ორის მაგივრად, ნეიმარის ფასად ორივეს მოიყვანენ და ორივეს ჯერ კიდე მომავალი წინ აქვთ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 ივლისი 2019 15:20
    4
    მარკას ნაბოდვარი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 4 ივლისი 2019 15:10
    5
    ამის ტრანსფერს მაინც დაველოდოთ უმაღლესი კლასის ფორვარდია ბევრჯერ დაუმტკიცებია თან ანუ ესთუმოვა ძაან გააძლიერებს შეტევაში გუნდს ველოდებით გრიზმანის ტრანსფერს