“ბარსა” განიხილავს მარკ კროსასის განათხოვრების საკითხს

“ბარსა” განიხილავს მარკ კროსასის განათხოვრების საკითხს

"ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, მარკ კროსასი შესაძლოა დეკემბერში არენდის წესით იქნას გასხვისებული. კლუბის ტექნიკური შტაბის აზრით კროსას ეძლევა ძალზე ცოტა სათამაშო დრო როგორც პირველ, ასევე მეორე გუნდში, რაც მისი ასაკის ფეხბურთელის პროფესიულ ზრდაში ხელს შეუშლის.

რადიო "RAC-1″-ს ცნობით "ბარსელონა” მზად არის გაანათხოვროს ფეხბურთელი პრიმერას ან სეგუნდას რომელიმე გუნდში, ან უცხოურ კლუბში. "ბარსელონა” გეგმავს კროსასის სეზონის ბოლომდე განათხოვრებას, რათა ზაფხულში იგი კვლავ დაუბრუნდეს კლუბს.

მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი არის განხილვის სტადიაში, თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს თავად ფეხბურთელს. უბრალოდ მწვრთნელები თვლიან, რომ კროსასის განათხოვრება კარგად იმოქმედებს თავად ფეხბურთელზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.