"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "ბარსელონადან" არავინ დაგვკავშირებია

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "ბარსელონადან" არავინ დაგვკავშირებია

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო აცხადებს, რომ ანტუან გრიზმანის ტრანფერთან დაკავშირებით მისი კლუბისთვის "ბარსელონადან" არავის მიუმართავს.

გრიზმანის ტრანსფერის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი ცნობით, ფრანგის კატალონიურ კლუბში გადასვლა უკვე გადაწყვეტილია და "ბლაუგრანა" 1 ივლისს ელოდება, როდესაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევრომდე შემცირდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ლიდერების უარყოფითი რეაქციის გამო, კატალონიელები გრიზმანის ტრანსფერის გაუქმებაზე დაფიქრდნენ. ზოგი წყაროს ცნობით კი, "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებას აწარმოებს იმისათვის, რომ კლუბები 120 მილიონი ევროს პირდაპირ გადახდაზე შეთანხმდნენ და "ბარსას" გამოსასყიდი თანხის გადახდა არ მოუხდეს. ასეთ შემთხვევაში, "ბლაუგრანა" დამატებით გადასახადებს თავიდან აირიდებს.

ამ ბოლო ინფორმაციას "ატლეტიკოს" პრეზიდენტი უარყოფს: "გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით "ბარსელონადან" არავინ დაგვკავშირებია." - განაცხადა ენრიკე სერესომ Onda Ceros-ს ეთერში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #4 7 ივნისი 2019 18:50
    0
    ციტატა: Wtf man
    ციტატა: nba10
    grizmans ro shetanxmeba ar qondes romelime gundtan oficialuri, ase gamovidoda da ityoda mivdivaro?? iqneba na xuize ushveben da aravin ixdis gamosasyids mere ra shveba amtavrebs karieras??? anu ukve shetanxmebuli aqvs savaraudod barcastan, albat eseni elodiban 1 ivliss gamosasyidi ro shemcirdes da mere daukavshirdebian atletikos vixdit gamosasyidso da gadmova ra

    უეჭველი ეგ თემაა. ეგრე საჯაროდ არ გამოაცხადებდა მივდივარო რო 100%ით არ იყოს დარწმუნებული

    იასნია. ეგრე იავნად აზარსაც კი არ უთქვამს. როცა გადაწყვეტილია ტრანსფერი. შეიძლება ბოლო თამაში იყოსო. ანუ უკან დასახევი დაიტოვა. ეს კიდე იმენა წავედიო. თან დაემთხვა ბარსას წარუმატებლონებს და ალბათ ბართომეუ ეგრევე დაუკავშირდა და ჩააწერინა ვიდეო. პროსტა თავში არაფერი გადაუტრიალდეს და არ გააუქმონ ტრანსფერი მესის მოთხივნით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 ივნისი 2019 17:35
    1
    მოიცადე მოვა 1 ივლისი და დაგიკავშირდებიან
    ციტატა: nba10
    grizmans ro shetanxmeba ar qondes romelime gundtan oficialuri, ase gamovidoda da ityoda mivdivaro?? iqneba na xuize ushveben da aravin ixdis gamosasyids mere ra shveba amtavrebs karieras??? anu ukve shetanxmebuli aqvs savaraudod barcastan, albat eseni elodiban 1 ivliss gamosasyidi ro shemcirdes da mere daukavshirdebian atletikos vixdit gamosasyidso da gadmova ra

    მაგას ვიძახი მეც გარანტიები რო არ ქონდეს არ გამოვიდოდა და არ იტყოდა მივდივარ ატლეტიკოდანო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #2 7 ივნისი 2019 15:03
    2
    სერესოს ისევ დაუყნოსია რაღაც ახალი

    ამას წინათ იმასაც კი იძახდი გრიზმანი 200 პროცენტით რჩებაო
    ერთხელ თუ მოიტყუე მეორედ არ იზავ ნეტა ამას ?
    sandman
    სტუმარი [?]
    #1 7 ივნისი 2019 14:24
    5
    გრიზმანი რჩება 2000%-ითო რო იძახდა, ისე არ დაკავშირებიან ნეტა ?